ჟოზე მოურინიო: დაცვას უნდა მივხედოთ [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისური პრემიერლიგის მე-15 ტურში მოულოდნელი მარცხი იწვნია ლონდონის "ჩელსიმ", რომელიც სტუმრად "სტოკ სიტისთან" 2:3 დამარცხდა.

"ჩელსი" მე-9 წუთზე გერმანელმა ანდრე შიურლემ დააწინაურა, თუმცა ტაიმის მიწურულს პიტერ კრაუჩმა გაქვითა.

50-ე წუთზე მასპინძლები სტივენ აირლენდმა ტექნიკური დარტყმით დააწინაურა, მაგრამ შიურლემ სამ წუთში გაათანაბრა.

გამარჯვება "სტოკს" შორეული დარტყმით უსამა ასაიდიმ მოუტანა. ეს ჟოზე მოურინიოს გუნდის მესამე მარცხია სეზონში, "ჩელსი" 30 ქულით მე-3 ადგილზეა. "სტოკ სიტი" 17 ქულით მე-12 ადგილზეა.

ჟოზე მოურინიო (ჩელსი): "მეტოქეს ვერ შევაქებ, მაქსიმუმ, რაც მარკ ჰიუზის გუნდმა დაიმსახურა, ეს ფრეა.
მოგება არაფრით.

დაცვის თამაში მართლა მაფიქრებს, ჩვენი ერთეული შეცდომები წყალში გვიყრის მთელ ჯაფას, თუმცა ჩვენ ამ პრობლემის გამოსწორებაზე ვმუშაობთ"
.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული