"ნიუკასლმა" "მანჩესტერს" სტუმრად 41 წლის მერე პირველად მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ოლდ ტრეფორდზე" ზედიზედ მეორე თამაში წააგო - მე-15 ტურში "ნიუკასლ იუნაიტედთან" 0:1 დამარცხდა.

მატჩის ერთადერთი გოლი იოან კაბაიმ შეხვედრის 61-ე წუთზე გაიტანა. ის კი არა, დავიდ დე ხეას 1-2 ეპიზოდში რომ არ ეყოჩაღა, სხვაობა კიდევ უფრო დიდი იქნებოდა.

1972 წლის მერე "ნიუკასლმ ა" პირველად მოახერხა "მანჩესტერ იუნაიტედის" სტუმრად დამარცხება.

ალან პარდიუ (ნიუკასლი): "ეს ჩემი სამწვრთნელო კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია. "ნიუკასლის" ფანები ამ მოგებას 41 წელი ელოდნენ. ჩემი ბიჭები დიდებულად თამაშობდნენ".

დევიდ მოიესი (მანჩესტერ იუნაიტედი): "იმედია ჩვენ ფანებს ესმის,
რომ "იუნაიტედში" დიდი ცვლილებებია, ეს კი უმსხვერპლოდ ვერ ჩაივლიდა"
.

"ნიუკასლი" 26 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო "იუნაიტედი" მისთვის სამარცხვინო მე-9 ადგილზეა 22 ქულით.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული