მანუელ პელეგრინი: მე ერთი ქულითაც კმაყოფილი ვარ [VIDEO]

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" სუსტი თამაში სტუმრად გრძელდება, "საუთჰემპტონთან" მანუელ პელეგრინის გუნდი მხოლოდ ქულას დასჯერდა - 1:1.

მე-10 წუთზე მარცხნიდან ალექსანდრ კოლაროვმა ჩაუწოდა სერხიო აგუეროს და არგენტინელმაც ანგარიში გახსნა.

ამის მერე ანგარიში კიდევ ერთმა არგენტინელმა გაათანაბრა, რომელიც იტალიის ნაკრების ღირსებას იცავს - 42-ე წუთზე პაბლო ოსვალდომ ულამაზესი გოლი გაიტანა.

"სიტი" 29 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო "საუთჰემპტონი" 23 ქულით მერვეა.

მანუელ პელეგრინი (მანჩესტერ სიტი): "მე მოპოვებული ქულითაც კმაყოფილი ვარ. ორივე გუნდმა თანაბრად ითამაშა, ასე რომ, თითო ქულას ორივე იმსახურებდა. დღეს ჩვენ კარგად ვითამაშეთ,
მაგრამ "საუთჰემპტონზე" უკეთ ვერა. "საუთჰემპტონს" ბოლოსკენ ბურთი დავუთმეთ, ეს კი ამ გუნდთან არაფრად არ შეიძლება"
.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული