დევიდ მოიესი "იუნაიტედში" რეპრესიებს იწყებს

AutoSharing Option
"დეილი ექსპრესის" ცნობით, სეზონის დასრულების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" დამრიგებელ დევიდ მოიესს "ოლდ ტრეფორდიდან" იმ ფეხბურთელების გაშვება აქვს დაგეგმილი, რომელთაც, მისი აზრით, გუნდისთვის სარგებელი უკვე ვეღარ მოაქვთ.

თავისუფალი აგენტის სტატუსით პატრის ევრას საფრანგეთში დაბრუნების საკითხი, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია; კონტრაქტი უმთავრდება რიო ფერდინანდს და კლუბს მისთვის დარჩენა არ შეუთავაზებია.

35 წლის ცენტრალური მცველი, დიდი ალბათობით, კარიერას დაასრულებს; ამას გარდა, ახალი კლუბების მოძებნა მოუწევთ მცველებს - ფაბიო და სილვას (კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე), ალექსანდერ ბიუტნერს (2017); ნახევარმცველებს - ეშლი იანგს (2016), ანდერსონსა (2015) და
ლუიშ ნანის, ვინც ხელშეკრულება 2018 წლამდე სულ ახლახან გაახანგრძლივა; დაბოლოს, თავდამსხმელებს - უილფრიდ ზაჰასა (2018) და ხავიერ ერნანდესს (2016).

ლაპარაკი იყო ნემანია ვიდიჩის წასვლაზეც, თუმცა "იუნაიტედმა" მასთან ახალი ხელშეკრულება უკვე შეათანხმა. ასე რომ, "ეშმაკების" სერბი კაპიტანი რჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დევიდ მოიესის ბუნდოვანი პერსპექტივა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული