მანუელ პელეგრინი: წლის ბოლოს გამოჩნდება, რომელია ინგლისის საუკეთესო გუნდი [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისური პრემიერლიგის მე-16 ტურის ცენტრალურ მატჩში საოცარი მატჩი ვიხილეთ, "მანჩესტერ სიტიმ" შინ 6:3 მოუგო ჩემპიონატის ლიდერ ლონდონის "არსენალს".

მე-14 წუთზე წუთზე მარტინ დემიკელისმა თავით დაუგდო სერხიო აგუეროს და არგენტინელმა გახსნა ანგარიში.

"არსენალმა" ამას 31-ე წუთზე უპასუხა, მესუთ იოზილმა მარცხენა ფლანგიდან თეო უოლკოტი მოძებნა - 1:1.

39-ე წუთზე პაბლო საბალეტამ ბურთი ალვარო ნეგრედოს დაუგორა და მანაც ახლო მანძილიდან გაიტანა.

50-ე წუთზე ფერნანდინიომ შორი მანძილიდან კიდევ უფრო წინ გაიყვანა "სიტი".

63-ე
წუთზე აარონ რემსის პასით უოლკოტმა "სიტის" კარში ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

66-ე წუთზე ხესუს ნავასის პასით დავიდ სილვამ "სიტის" 2-ბურთიანი უპირატესობა აღადგინა.

88-ე წუთზე ფერნანდინიომ დუბლი შეასრულა - 5:2. თუმცა ამით გოლთა წვიმა არ დასრულებულა, დამატებულ დროში გუნდებმა გოლები გაცვალეს, ჯერ არსენალელმა პერ მერტეზაკერმა გამოიჩინა თავი, მერე იაია ტურემ პენალტი გაიტანა.

მანუელ პელერგინი (მანჩესტერ სიტი): "არსენალს" რომ 6 გოლი გაუტანო, საუკეთესო დაცვა უნდა გყავდეს და საერთოდაც საუკეთესო გუნდი უნდა იყო. ეს რა თქმა უნდა მაგარია, მაგრამ სამი გაშვებული ბურთი ძალიან ბევრია.

აი, ეს აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. ჩვენი მიზანი ტიტულის მოგება იქნება. სტუმრად ასე კარგად ვერ ვთამაშობთ, მაგრამ ნელნელა ჩვენ თამაშს ვპოულობთ. მოკლედ, წლის ბოლოსთვის გამოჩნდება, რომელია პრემიერლიგის საუკეთესო გუნდი".


არსენ ვენგერი (არსენალი): "აქამდე საუკეთესო დაცვა პრემიერლიგაში ჩვენ გვქონდა, ახლა კი ერთბაშად ამდენი გოლი გავუშვით. ისეთი გახსნილი თამაში იყო, 6 გოლის გატანა ჩვენც შეგვეძლო. ბევრი, ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. არადა, "სიტიმ" იმაზე უკეთ ვერ ითამაშა, ვიდრე "ევერტონმა" და "საუთჰემპტონმა" ჩვენს წინააღმდეგ".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული