მე-16 წუთზე ფერნანდო ტორესმა პირველმა მიუსწრო ძელს მოხვედრილ ბურთს და ანგარიში გახსნა.
29-ე წუთზე მარუან შამახმა საჯარიმოს ცენტრიდან გაათანაბრა ანგარიში.
მესამე გოლიც პირველ ტაიმში გავიდა, 35-ე წუთზე ედენ აზარმა რამირესს დაუგორა და ბრაზილიელმა ამ ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა და "ჩელსის" გამარჯვება მოუტანა.
ჟოზე მოურინიო (ჩელსი): "ველოდი, როგორც იოლ გამარჯვებას, ასევე ძნელ თამაშს. მოვლენათა განვითარების ორივე ვარიანტისთვის მზად ვიყავით. ტონი პულისის გუნდი დაცვაში მედგრად თამაშობს და სწრაფად უტევს. ეს მატჩი
"არსენალი" ლიდერია, მაგრამ დეკემბერში ან თუნდაც იანვარში ლიდერობას აზრი არა აქვს".