სერხიო აგუერომ შესაძლოა 6 კვირა ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ ლონდონის "არსენალთან" (6:3) პრემიერლიგის მე-16 ტურის მატჩში კუნთი დაიზიანა.

კლუბში ჯერ კიდევ ელოდებიან დიაგნოზის დადასტურებას. სავარაუდოდ, აგუეროს აღსადგენად 6 კვირა დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ აგუერო "მანჩესტერ სიტის" საუკეთესო მომბარდირია, ხოლო პრემიერლიგის საუკეთესო მეგოლეებში 13 გოლით მეორეზეა.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული