ლუის სუარესი: სტივენ ჯერარდი ერთადერთი და შეუცვლელი კაპიტანია

AutoSharing Option
"ლივერპულის" ფორვარდმა ლუის სუარესმა, რომელმაც "ტოტენჰემთან" შეხვედრაში მოედანზე კაპიტნის მოვალეობები იტვირთა, ტრავმირებული სტივენ ჯერარდის უდიდეს ავტორიტეტს ხაზი გაუსვა.

15 დეკემბერს გამართულ პრემიერლიგის XVI ტურის შეხვედრაში "დეზები" სტუმრად გაანადგურეს - მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს. ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი სუარესმაც დაიდო, რომელმაც დუბლი მიითვალა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"სტივენ ჯერარდს "ლივერპულის" ერთადერთ და შეუცვლელ კაპიტნად მივიჩნევ. მართალია, დღეს გუნდის მოედანზე გაყვანის პატივი წილად მე მხვდა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბრწყინვალედ ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ.

ჩემთვის ეს ფაქტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კაპიტნის სამკლავურის მორგება.

მოედანზე ვცდილობ, მაქსიმუმი გავიღო. თავდამსხმელი ვარ და ჩემი საქმე გოლების გატანაა, მაგრამ მთავარი მაინც გუნდის შედეგი, მორიგი სამი ქულა და უძლიერეს ოთხეულში დამკვიდრებაა.

ვიცოდით, რომ თუკი "ტოტენჰემს" ვაჯობებდით, ამ გუნდს 6 ქულით ჩამოვიტოვებდით უკან და მეორე ადგილს დავუბრუნდებოდით.

ეს გამარჯვება ჩვენ დავდაჯერებულობას შეგვმატებს უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ, რომლებიც დეკემბრის ბოლომდე მოგვიწევს
",
- თქვა სუარესმა, რომელიც 11 მატჩში გატანილი 17 გოლით პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირია.

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XVI ტური: გოლების წვიმა, ზეიმი და ტრაგედია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული