ლუის სუარესი ხალხმა დააფასა

AutoSharing Option
ფეხბურთის გულშემატკივართა ფედერაციის მიერ მოწყობილმა გამოკითხვამ 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლუის სუარესი დაასახელა.

ცერემონიალი ლონდონის "ემირეიტსზე" ორშაბათ საღამოს გაიმართა. 26 წლის ურუგვაელი, იანვრიდან მოყოლებული, უმაღლეს დონეზე თამაშობდა. რომ არა ბრანისლავ ივანოვიჩთან მომხდარი ცნობილი ინციდენტი და 10-თამაშიანი დისკვალიფიკაცია, სამხრეთამერიკელს კიდევ უფრო შთამბეჭდავი სტატისტიკა ექნებოდა, თუმცა, ამ მხრივ, ის ამჟამადაც საუკეთესოა. ლუისს 26 თამაშში, 27 გოლის გარდა, 7 საგოლე გადაცემა აქვს აქტივში. აი, რას ამბობს ის:

"უსაშველოდ ამაყი ვარ, რომ გულშემატკივრებისგან ასეთი პრესტიჟული პრიზი მივიღე. ჯილდო მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის. თავისი
განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ჩემმა თანაგუნდელებმაც და მწვრთნელებმაც. მათ გარეშე არაფერი იქნებოდა. ბოლო დღეები ჩემთვის საუკეთესო იყო. "ტოტენჰემთან" გუნდის კაპიტანი გახლდით. ეს კი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. იმედია, მომდევნო წელი ჩემთვის და "ლივერპულისთვის" კიდევ უფრო წარმატებული იქნება. აქვე ბოდიშს ვუხდი ურუგვაელ გულშემატკივარს, რადგან "ლივერპულთან" ერთად არც ნაკრების ხსენება უნდა დამვიწყებოდა"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლუის სუარესი ქომაგთა ასოციაციამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული