ჩრდილოლონდონელებს შესაძლოა დე ბურის დათანხმების კარგი შანსი ჰქონდეთ, თუმცა ფრანკის თანაშემწეთაგან ერთი, ვინც "უაით ჰართ ლეინზე" სამუშაოდ ნამდვილად არ წავა, ჩვენი აზრით, დენის ბერგკამპია, ვინც სულითა და გულით "არსენალის" ერთგულია და საყვარელი კლუბის გაწვრთნაზე ოცნებობს.
ჰოლანდიელი საფეხბურთო ექსპერტების აზრით, ფრანკ დე
თავს მოხვეული პრობლემები
"ტოტენჰემის” დროებითი თავკაცის, ტიმ შერვუდის ასისტენტმა ლეს ფერდინანდმა გულწრფელად აღიარა, რომ ზაფხულში ერთი მხრივ, ვილაშ ბოაშსა და მეორე მხრივ, ხელმძღვანელობას შორის სატრანსფერო საკითხებზე დიდი ჭიდაობა იყო გამართული.
პორტუგალიელმა მწვრთნელმა მისთვის სასურველი ფეხბურთელების მხოლოდ ნაწილი (კაპუ, პაულინიო, სოლდადო) მიიღო, სამაგიეროდ, მის განკარგულებაში აღმოჩნდა მოთამაშეთა ჯგუფი (ლამელა, ერიქსენი, კირიკეში, შადლი), რომლის ყიდვა მას არ უთხოვია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"