ტიერი ანრი: არ ვიცი, გავხდები თუ არა ლონდონის "არსენალის" მწვრთნელი

AutoSharing Option
"ნიუ იორკ რედ ბულსის" თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, თითქოს, მან შესაძლოა სამწვრთნელო კარიერა დაიწყოს.

"არ ვიცი ჯერ გავხდები თუ არა მწვრთნელი. ამისთვის ჯერ ფეხბურთელის კარიერა უნდა დავასრულო.

მოქმედი კონტრაქტის მიხედვით კიდევ ერთი წელი დამრჩა. არ ვამბობ, რომ კონტრაქტის დამთავრების შემდეგ კარიერას დავასრულებ. უბრალოდ ეს კონტრაქტის ბოლო წელია.

არ ვიცი, გავხდები თუ არა ოდესმე ლონდონის "არსენალის" მწვრთნელი. დარწმუნებული ვარ, რომ "არსენალის" ნებისმიერ გულშემატკივარს სურს გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდეს, თუმცა არ ვიცი ამას შევძლებ თუ არა.

გამოცდილებაა საჭირო. ასე უბრალოდ
მისვლა და მწვრთნელად მუშაობა არ გამოვა. ეს რთული სამუშაოა",
- თქვა ანრიმ.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული