ხუან მატა შესაძლოა პსჟ-ში გადავიდეს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველმა ხუან მატამ შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბი შეიცვალოს.

ესპანეთის ნაკრების ჰავბეკის მიმართ ინტერესს პსჟ იჩენს, თუმცა "არისტოკრატები" ფეხბურთელის გაყიდვას არ ჩქარობენ.

მატა ჟოზე მოურინიოს გუნდის ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება.

ესპანელმა ნახევარმცველმა ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატში 11 მატჩი ჩაატარა და იანვარში კლუბში დარჩენის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

მომზადებულია L'Equipe-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული