ბრენდან როჯერსი: "ლივერპულში" ახლა მხოლოდ 17 ფეხბურთელის იმედი მაქვს

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ გუნდს ჯანმრთელი ფეხბურთელები აკლია.

"ლივერპულს" შემადგენლობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. ახლა მხოლოდ 17 ფეხბურთელის იმედი მაქვს და ეს ძალიან სამწუხარო სიტუაციაა, მით უმეტეს, დატვირთულ გრაფიკს თუ გავითვალისწინებთ.

გარდა ამისა, ფლანაგანის მდგომარეობა უნდა შევაფასოთ. საერთო ჯამში, ფეხბურთელები არ გვყოფნის.

თუმცა ამის გამო წუწუნს არ ვაპირებთ. ეს ჩემთვის შესაძლებლობაა, შემადგენლობაში ახალგაზრდა ფეხბურთელები შევიყვანო. ზუსტად ამისთვისაა საჭირო კლუბის აკადემია",
- თქვა როჯერსმა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული