რიო ფერდინანდმა სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვოს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი რიო ფერდინანდი სეზონის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, კლუბს დატოვებს. ამის შესახებ ცნობას გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.

35 წლის ინგლისელის კონტრაქტი 2014 წლის ივნისში მთავრდება. კლუბის ხელმძღვანელობამ კი ფეხბურთელს ჯერ კიდევ არ შესთავაზა ახალი კონტრაქტი და როგორც ჩანს, ამის გაკეთებას არც აპირებს.

"წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი ფერდინანდის მაგივრად დაცვის ცენტრში კრის სმოლინგს, ჯონი ევანს და ფილ ჯონსს იყენებს.

მიმდინარე სეზონში ფერდინანდმა ინგლისის ჩემპიონატში 7 მატჩი ჩაატარა. თავად ფეხბურთელს კი ჯერ არ აურჩევია, გააგრძელოს საფეხბურთო კარიერა თუ არა.

ზაფხულში, მსოფლიოს ჩემპიონატის დროს ის ტელევიზიაში ექსპერტად იმუშავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული