"ეტიჰად სთედიუმზე" ანგარში "წითლებმა" ფილიპე კოუტინიოს გოლით გახსნეს, თუმცა ვენსან კომპანისა და ალვარო ნეგრედოს ზუსტი დარტყმებით "ქალაქელებმა" გამარჯვება იზეიმეს.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა იმიტომ, რომ "ლივერპული" პრემიერლიგის საუკეთესო გუნდი იყო და ამ თამაშის წინ ცხრილში ლიდერობდა. მეტოქეს რომ ეჯობნა ჩვენთვის, უკვე ოთხი ქულით გაგვასწრებდა. ამიტომაც ვარ ძალიან ბედნიერი.
მნიშვნელოვანია, რომ ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ - არცთუ იოლია შემოაბრუნო მატჩის ბედი,
"ქალაქელთა" თავკაცმა ბოლო მატჩებში გუნდის მეკარე ჯო ჰარტის თამაშზეც ილაპარაკა:
"ძალიან მახარებს ჯოს კარგი თამაში არა მხოლოდ ამ მატჩში, არამედ მთლიანად დეკემბერს გამართულ შეხვედრებში. დასვენება წაადგა.
ბოლო 6 კვირა ის ძალიან ბევრს შრომობდა და ამჯერადაც დაამტკიცა, რომ ინგლისის საუკეთესო მეკარეა", - თქვა არგენტინელმა სპეციალისტმა.
ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XVIII ტური: პირველი აკორდები [VIDEO]