მანუელ პელეგრინი: ჯო ჰარტი ინგლისის საუკეთესო მეკარეა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ 26 დეკემბერს, "ლივერპულთან" მოგებული ინგლისის ჩემპიონატის XVIII ტურის მატჩის შემდეგ თავისი გუნდი შეაქო.

"ეტიჰად სთედიუმზე" ანგარში "წითლებმა" ფილიპე კოუტინიოს გოლით გახსნეს, თუმცა ვენსან კომპანისა და ალვარო ნეგრედოს ზუსტი დარტყმებით "ქალაქელებმა" გამარჯვება იზეიმეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა იმიტომ, რომ "ლივერპული" პრემიერლიგის საუკეთესო გუნდი იყო და ამ თამაშის წინ ცხრილში ლიდერობდა. მეტოქეს რომ ეჯობნა ჩვენთვის, უკვე ოთხი ქულით გაგვასწრებდა. ამიტომაც ვარ ძალიან ბედნიერი.

მნიშვნელოვანია, რომ ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ - არცთუ იოლია შემოაბრუნო მატჩის ბედი,
როდესაც ძლიერ გუნდთან მარცხდები. არსებობდა საფრთხე, რომ მოწინააღმდეგე მეტ თავისუფალ სივრცეს მიიღებდა, მაგრამ ჩვენ კარგად გავისარჯეთ"
, - აქვეყნებს პელეგრინის ნათქვამს "სიტის" ოფიციალური საიტი.

"ქალაქელთა" თავკაცმა ბოლო მატჩებში გუნდის მეკარე ჯო ჰარტის თამაშზეც ილაპარაკა:

"ძალიან მახარებს ჯოს კარგი თამაში არა მხოლოდ ამ მატჩში, არამედ მთლიანად დეკემბერს გამართულ შეხვედრებში. დასვენება წაადგა.

ბოლო 6 კვირა ის ძალიან ბევრს შრომობდა და ამჯერადაც დაამტკიცა, რომ ინგლისის საუკეთესო მეკარეა"
, - თქვა არგენტინელმა სპეციალისტმა.

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XVIII ტური: პირველი აკორდები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული