ჩელსი VS ლივერპული - ჩამოართმევს ხელს ივანოვიჩი სუარესს?

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დარწმუნებულია, რომ ბრანისლავ ივანოვიჩსა და ლუის სუარესს შორის არსებული უთანხმოება წარსულს ჩაბარდა და კვირას, 29 დეკემბერს, "სტემფორდ ბრიჯზე" შეკრებილი მაყურებელი "ჩელსი"-"ლივერპულის" მატჩში მხოლოდ სპორტულ დაპირისპირებას იხილავს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, "ენფილდზე" გამართულ შეხვედრაში სუარესმა ივანოვიჩს ხელზე უკბინა, რისთვისაც 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. მოგვიანებით ურუგვაელმა სერბს ტელეფონით მოუბოდიშა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სწორედ ეს ეპიზოდი გაიხსენა მომავალი მატჩის წინ ლონდონელთა პორტუგალიელმა თავკაცმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი ამოწურულია და "სტემფორდ ბრიჯზე" ისინი ერთმანეთს ხელსაც ჩამოართმევენ.

"ეს არ
იყო უბრალო ეპიზოდი, მაგრამ ივანოვიჩისთვის ის უკვე წარსულია.

ბრანისლავი დიდი ადამიანია. სიტყვა "დიდში" ვგულისხმობ ვეებერთელა გულსა და მისი სულის სიდიადეს. ის იმათ არ ჰგავს, ყოველგვარ წვრილმანზე ტირილსა და წუწუნს რომ იწყებენ",
- აქვეყნებს მოურინიოს ნათქვამს Sky Sports.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული