შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, "ენფილდზე" გამართულ შეხვედრაში სუარესმა ივანოვიჩს ხელზე უკბინა, რისთვისაც 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. მოგვიანებით ურუგვაელმა სერბს ტელეფონით მოუბოდიშა.
სწორედ ეს ეპიზოდი გაიხსენა მომავალი მატჩის წინ ლონდონელთა პორტუგალიელმა თავკაცმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი ამოწურულია და "სტემფორდ ბრიჯზე" ისინი ერთმანეთს ხელსაც ჩამოართმევენ.
"ეს არ
ბრანისლავი დიდი ადამიანია. სიტყვა "დიდში" ვგულისხმობ ვეებერთელა გულსა და მისი სულის სიდიადეს. ის იმათ არ ჰგავს, ყოველგვარ წვრილმანზე ტირილსა და წუწუნს რომ იწყებენ", - აქვეყნებს მოურინიოს ნათქვამს Sky Sports.