ინგლისი. პრემიერლიგა. XIX ტური: "არსენალის" საახალწლო ტახტი [VIDEO]

AutoSharing Option
მიუწვდომელი სიმაღლე
მოდი, ჯერ იმ შეხვედრაზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა, რომელშიც ყველაზე მეტი რამ მოხდა. მიხვდებოდით, რომ ჰალის "კინგსტონზე" გამართულ მატჩს ვგულისხმობთ. "ვეფხვებმა" პრემიერლიგაში სარეკორდო მოგება ჩაიწერეს აქტივში.

ასეთი სხვაობით ჩემპიონატის მატჩი (ქვედა ლიგების ჩათვლით) მათ თითქმის 20 წლის წინ ჰქონდათ მოგებული. მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ ერთმა გუნდმა მეორეს ერთ ტაიმში 6-ჯერ გაუტანა. ეს რაც შეეხება საერთო გუნდურ მიღწევებს.

ამას გარდა, ოთხმა მოთამაშემ - რობერტ კორენმა, ჯორჯ ბოიდმა, ტომ ჰადლსტოუნმა და მეტ ფრაიტმა სეზონში პირველი ბურთები შეყარეს. პირველი გოლი აღმოჩნდა
აჰმედ ელ მოჰამადისთვისაც, ოღონდ აგვისტოს შემდეგ. კორენს პრემიერლიგაში ბოლოს 2009 წლის 17 იანვარს "ბრომვიჩის" შემადგენლობაში ჰქონდა გატანილი და სხვათა შორის, სლოვენიელმა მაშინაც დუბლი შეასრულა.

მატჩი უინტერესოდ დაიწყო. "ფულჰემმა" პირველი (როგორც აღმოჩნდა, უკანასკნელიც) მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი დებიუტში შექმნა, როცა როდალიეგამ და სიდუელმა რიისე ქუსლით გაკეთებული პასებით მეკარეს თითქმის პირისპირ შეჰყარეს, მაგრამ მაკგრეგორი ბურთს ადგილზე დახვდა.

მასპინძელს სახიფათო მომენტები საგოლე ფეიერვერკებამდეც ჰქონდა: ჰადლსტოუნის ჯარიმა ძელს მოხვდა, ბოიდს კი სტოკდეილმა აუღო თავგანწირულ ნახტომში. მეორე ტაიმში "ფულჰემის" თავს დატრიალებულ ტრაგედიაზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ.

რომ არა ჰარტი...
განსხვავება პრემიერლიგის ლიდერებსა და მათ ხელმოკლე ოპონენტებს შორის სწორედ ეს არის: "მანჩესტერ სიტის" შეუძლია, ლიდერთა მთელი ჯგუფი დაასვენოს და მაინც ფავორიტად დარჩეს, "პალასის" სათადარიგოთა სკამი კი ამას ვერ გასწვდება. არადა, შეხვედრის დაწყებამდე მანუელ პელეგრინი აქეთ უჩიოდა დაძაბულ გრაფიკს.

ტონი პულისი ისევ ხუთშაბათს "ვილა პარკზე" 3 ქულის ამღებ 11 ფეხბურთელს ენდო.

რამდენიც უნდა ილაპარაკონ "ქალაქელთა" ორ სრულფასოვან შემადგენლობაზე, არ დაიჯეროთ. "სიტი" იაია ტურესთან ერთად და მის გარეშე რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს შაბათსაც გამოჩნდა "ეტიჰადზე", როცა 30 წლის ივუარელის გარეშე სეზონში პირველად მოთამაშე მასპინძელმა "არწივებთან" მოედნის ცენტრი წააგო.

"პალასი" თავს კარგად იცავდა და ეფექტური იყო კონტრშეტევებზეც. 35-ე წუთზე ჯო ჰარტი კინაღამ შესაცვლელი გახდა, როცა კემერონ ჯერომის ფეხი სახეში მოხვდა.

სტუმართა თავდამსხმელი შეტაკების მერე ცუდად დაეცა და აქეთ გახდა გასაყვანი. თვალგასიებულმა მეკარემ 4-5 ეპიზოდში იხსნა საკუთარი გუნდი. ერთადერთი ბურთი მთელი თამაშის განმავლობაში ჩრდილში მდგარმა ედინ ჯეკომ ახლო მანძილიდან გაიტანა.

"სიტიმ" "ეტიჰადზე" 9-დან მე-9 მატჩი მოიგო, თუმცა პირველად მოხდა, რომ მხოლოდ ერთხელ გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"სიტისა" არ იყოს, გადახალისებული და შესუსტებული შემადგენლობით ითამაშა მეორე მანჩესტერულმა გრანდმაც. ტრავმის გამო იძულებით შვებულებაში მყოფ რობინ ვან პერსის ლაზარეთში შეხვედრის დაწყებამდე შეუერთდა უეინ რუნიც.

თავდასხმის ლიდერების არყოფნაში მთელი პასუხისმგებლობა დენი უელბეკს დააწვა მხრებზე, მაგრამ 23 წლის ფეხბურთელმა ამჯერადაც ღირსეულად გაუძლო გამოცდას. მან ბოლო ოთხ შეხვედრაში ამდენივე გოლი გაიტანა.

ჰარტთან შედარებით, ნაკლებად დატვირთული თამაში ჰქონდა დავიდ დე ხეას, თუმცა ერთი-ორჯერ მასაც დასჭირდა ოსტატობის დემონსტრირება. კინკილა გოლიც, შეიძლება ითქვას, შემთხვევით გავიდა. რაიან ბენეტის მიერ მოგერიებული ბურთი ჯერ უელბეკს მოხვდა ფეხში, მერე ერნანდესს და პირველს უკან დაუბრუნდა, ვინც ლოგიკური წერტილი დასვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უხვგოლიანობა
შეხვედრის 85-ე წუთზე "კარდიფს" 2:0 მიჰყავდა და მასპინძელი მხარე ბედნიერი ჩანდა. პრეზიდენტი ვინსენტ ტანი იღიმოდა, გულშემატკივარი წინასწარ ზეიმობდა და პირველი პირის სალანძღავი პლაკატები ალაგებული ჰქონდა.

თუმცა ამის მერე მოხდა ის, რასაც ვეღარავინ წარმოიდგენდა.

7 თვეზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "შავმა კატებმა" სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანეს. ორჯერვე თავი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გამოიჩინეს. სტივენ ფლეტჩერისთვის ეს პირველი გოლი აღმოჩნდა ბოლო ორ თვეში, კოლბეკმა კი სეზონში სულაც პირველად შეაგდო, თანაც, მატჩის დასრულებამდე 5-10 წამით ადრე.

სტუმართა თავდამსხმელმა ჟოზე ალტიდორმა პირველ ტაიმში ისეთი მომენტი გაანიავა, რომ მის აღწერას ჯობია ინტერნეტში მოიძიოთ. ამერიკელმა ზუსტად ორი მეტრიდან ააცილა ცარიელ კარს.

ნიკოლა ანელკას პრემიერლიგაში უკანასკნელი გოლი 2011 წლის აგვისტოში "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ ჰქონდა გატანილი, უკანასკნელი დუბლი კი - ერთი წლით ადრე "უიგანთან". 34 წლის ფრანგი 2-თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს და პირველი გოლ(ებ)ი გაიტანა სეზონში. ვეტერანი მეორე ტაიმში ახლოს იყო კარიერაში მე-3 ინგლისურ ჰეთ თრიქთან, მაგრამ 3-4 მეტრიდან დარტყმული იუსი იასკელაინენმა აუღო.

ანგარიშში ჩამორჩენის მიუხედავად, "ჩაქუჩები" არ დანებდნენ და სამ წუთში ორჯერ შეაგდეს. არ გაუმართლა საიდო ბერაინოს, ვინც ჯერ გაათანაბრა, მერე კი ჯარიმა ძელს მოარტყა.

შეჯიბრება ლამაზ გოლებში
წინა ტურში "გუდისონ პარკზე" პირველი მარცხის შემდეგ "საუთჰემპტონთან" დაპირისპირება, მიუხედავად უკანასკნელის გაჭიანურებული კრიზისისა, ნამდვილად არ არის საუკეთესო ვარიანტი.

როგორც მოსალოდნელი იყო, "წმინდანებმა" დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მასპინძელს. ჯერ შეიმუს კოულმენმა და მერე გასტონ რამირესმა ულამაზესი გოლები გაიტანეს.

თამაშს წერტილი დაუსვა რომელუ ლუკაკუმ, ვინც 5-მატჩიანი შესვენების შემდეგ გამოიჩინა თავი.

ეფექტურად ითამაშა "ტოტენჰემმაც", რომელმაც "სტოკის" დაცვას სულ ბდღვირი ადინა. ანგარიში რაიან შოუკროსის მიერ ხელით თამაშისთვის დანიშნული პენალტით გაიხსნა.

მუსა დემბელემ საჯარიმოს გარეთ სტუმრებს წაუცეკვა, ადგილზე გააშეშა და შორეულ კუთხეში დაურტყა. სულ ბოლოს კი აარონ ლენონმა გაიტანა, ვისთვისაც ეს მარტის შემდეგ პირველი გოლი აღმოჩნდა.

წლის უკანასკნელი ლიდერი
"არსენალისა" და "ნიუკასლის" შეხვედრას ორი განსხვავებული ტაიმი ჰქონდა. პირველში გუნდები შედარებით ნაკლებად აქტიურობდნენ, მეორე კი უფრო საინტერესო გამოდგა.

46-ე წუთზე, კუთხურის შემდეგ მატიე დებუშის თავური ჯერ ხარიხას მოხვდა და მერე ჯეკ უილშირს. 64-ეზე მოედნის ცენტრში უაზრო ჯარიმას თეო უოლკოტის ჩაწოდება და ოლივიე ჟირუს შედეგიანი დარტყმა მოჰყვა.

უხეშად შეცდა "ნიუკასლის" დაცვა, რომელმაც ფრანგს წინააღმდეგობა, პრაქტიკულად, ვერ გაუწია. ზუსტად 5 წუთში მასპინძელს მეორედაც უნდა გაეშვა, მაგრამ ფაბრისიო კოლოჩინიმ ბურთი კარის ხაზიდან თავით გამოიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მეორე გრანდი, მეორე მარცხი
მცირე ინტერვალით ჯერ "ეტიჰადზე" და მერე "სტემფორდ ბრიჯზე" თამაში ნებისმიერისთვის, თვით ყველაზე გრძელი სათადარიგოთა სკამის მქონე გუნდისთვისაც კი დიდი განსაცდელია.

"ლივერპული" კი ასეთი არ არის. ბრენდან როჯერსის განკარგულებაში შეხვედრამდე მხოლოდ 17 ფეხბურთელი იყო.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. ლუის სუარესთან ბრძოლაში ბრანისლავ ივანოვიჩი შეცდა და ბურთი მარტინ შკრტელს მიუვიდა. სლოვაკმა 2 მეტრიდან ცარიელ კარში შეაგორა.

"ჩელსის" საპასუხო იერიშშივე შეეძლო გათანაბრება, მაგრამ გლენ ჯონსონმა იყოჩაღა. მე-12 წუთზე ფრენკ ლემპარდს უნდა გაეტანა, მაგრამ აქ უკვე სიმონ მინიოლემ შემოგვთავაზა პატარა სასწაული.

1:1 ისევ შეცდომის წყალობით გახდა. ოსკარს ბურთი ფეხებში აებლანდა, თუმცა მამადუ სახოსგან ის ედენ აზარს მიუვიდა. უკანასკნელს ხვეული და ეფექტური დარტყმა გამოუვიდა.

34-ეზე კი შეხვედრის ბედი გადაწყდა: ოსკარის ფლანგური გადაცემა სამუელ ეტო'ომ გამოიყენა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ინგლისი. პრემიერლიგა. XIX ტური
ვესტ ჰემი-ბრომვიჩი 3:3
გოლები: 1:0 ჯ. კოული (4), 1:1 ანელკა (40), 1:2 ანელკა (45+1), 2:2 მაიგა (65), 3:2 ნოლანი (67), 3:3 ბერაინო (69)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): იასკელაინენი () - ობრაიენი, ტომკინსი (10. დემელი), მაკარტნი, რაცი - დიამე, ნოუბლი - ჯარვისი, ნოლანი, ჯ. კოული (83. კოლისონი) - კ. კოული (46. მაიგა)
ბრომვიჩი (3-1-4-2): ფოსტერი - მაკაული, ოლსონი, ლუგანო (68. ამალფიტანო) - მულუმბუ - მორისონი (78. იაკობი), ბრანტი, ჯონსი, რიჯუელი - ბერაინო (85. სესინიონი), ანელკა
გაფრთხილება: კ. კოული, ნოლანი, დიამე - მულუმბუ, რიჯუელი
კარში დარტყმა: 16-22 (6-7) კუთხური: 6-5 თამაშგარე: 4-3 ჯარიმა: 10-13 ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 34 946

ასტონ ვილა-სუონსი 1:1
გოლები: 1:0 აგბონლაჰორი (7), 1:1 ლამა (36)
ასტონ ვილა (4-4-2): გუზანი - ლოუტონი, კლარკი, ბეიკერი, ლუნა - დელფი, ვესტვუდი, ტონევი (61. კოზაკი), ბაკუნა (70. ელ აჰმადი) - აგბონლაჰორი, ვაიმანი (79. ოლბრაიტონი)
სუონსი (4-2-3-1): ტრემელი - ტიენდალი (55. რანხელი), ჩიკო, უილიამსი, დევისი - დე გუზმანი, კანიასი - ერნანდესი, შელვი, ლამა (68. პოსუელო) - ბონი (84. ვასკესი)
გაფრთხილება: ბაკუნა, კლარკი, ელ აჰმადი - ლამა, რანხელი
კარში დარტყმა: 20-12 (6-5) კუთხური: 2-8 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 13-9 ბურთის ფლობა: 27%-73%
მაყურებელი: 37 028

ჰალი-ფულჰემი 6:0
გოლები: 1:0 ელმოჰამადი (49), 2:0 კორენი (60), 3:0 ბოიდი (63), 4:0 ჰადლსტოუნი (67), 5:0 ფრაიატი (74), 6:0 კორენი (84)
ჰალი (4-4-1-1): მაკგრეგორი - როსენიორი, ჩესტერი, დევისი, ფიგეროა - ჰადლსტოუნი, ლივერმორი (73. გრემი), ბოიდი, ელ მოჰამადი (77. მაკშეინი) - კორენი - საგბო (68. ფრაიატი)
ფულჰემი (4-2-3-1): სტოკდეილი - ზვეროტიჩი, ჰიუზი, ამორებიეტა, რიისე - კარაგუნისი (74. რიჩარდსონი), სიდუელი - დეჟაგა (64. ბენტი), რუისი (60. კაჩანიკლიჩი), კასამი - როდალიეგა
გაფრთხილება: არ ყოფილა
კარში დარტყმა: 21-5 (13-2) კუთხური: 6-1 თამაშგარე: 0-0 ჯარიმა: 11-9 ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 23 925

სიტი-პალასი 1:0
გოლი: 1:0 ჯეკო (66)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - ბოაიტა (55. ნეგრედო), კომპანი, ნასტასიჩი, კლიში - ფერნანდინიო (55. ნასრი), ხ. გარსია - მილნერი (75. კოლაროვი), დ. სილვა, ნავასი - ჯეკო
პალასი (4-4-1-1): სპერონი - მარიაპა, გებიდონი, დელეინი, პარი - ვორდი, ჟედინაკი, პანჩეონი, ბოლასი (76. უილიამსი) - ბენანი (81. გეილი) - ჯერომი (35. შამახი)
გაფრთხილება: დ. სილვა - დელეინი
კარში დარტყმა: 23-9 (4-4) კუთხური: 12-5 თამაშგარე: 0-0 ჯარიმა: 12-7 ბურთის ფლობა: 77%-23%
მაყურებელი: 47 107

ნორვიჩი-იუნაიტედი 0:1
გოლი: 0:1 უელბეკი (57)
ნორვიჩი (4-4-1-1): რადი - მარტინი, ბენეტი, ბასონგი, ოლსონი - ჯონსონი, ფერი, რედმონდი, სნოდგრასი (79. მერფი) - ჰულაჰანი (89. ელმანდერი) - ჰუპერი (69. ვან ვოლფსვინკელი)
იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - სმოლინგი, ვიდიჩი, ევანსი, ევრა - კერიკი, კლევერლი - იანგი, გიგზი (46. უელბეკი), კაგავა (69. იანუზაი) - ერნანდესი (87. ფლეტჩერი)
გაფრთხილება: ფერი, ბენეტი, ჯონსონი, რედმონდი - გიგზი, ერნანდესი, სმოლინგი
კარში დარტყმა: 15-7 (4-3) კუთხური: 8-3 თამაშგარე: 0-2 ჯარიმა: 11-10 ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 26 851

კარდიფი-სანდერლენდი 2:2
გოლები: 1:0 მატჩი (6), 2:0 კემპბელი (58), 2:1 ფლეტჩერი (85), 2:2 კოლბეკი (90+5)
კარდიფი (4-2-3-1): მარშალი - ტეოფილ-კეტრინი, კოლკერი, ტერნერი, ჯონი - უიტინგემი, მედელი - კიმი (79. გუნარსონი), მატჩი, ნუნი (72. კოუი) - კემპბელი (82. კორნელიუსი)
სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე - ბერდსლი, დიაკიტე, რობერჟი, დოსენა - კატერმოული (74. კოლბეკი) - ლარსონი (74. გარდნერი), კი, ჯაკერინი, ბორინი (46. ფლეტჩერი) - ალტიდორი
გაფრთხილება: მატჩი, კიმი, კემპბელი - კატერმოული, ბერდსლი
კარში დარტყმა: 16-21 (7-9) კუთხური: 7-6 თამაშგარე: 0-2 ჯარიმა: 14-10 ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 27 247

ევერტონი-საუთჰემპტონი 2:1
გოლები: 1:0 კოულმენი (9), 1:1 რამირესი (71), 2:1 ლუკაკუ (74)
ევერტონი (4-2-3-1): რობლესი - კოულმენი, ალკარასი, დისტენი, ბეინსი - ოსმანი (72. მირალიაში), მაკარტი - ოვიედო (60. პიენაარი), ბარკლი, ნეისმიტი - ლუკაკუ
საუთჰემპტონი (4-2-3-1): კ. დევისი - ჩემბერსი (88. კლაინი), ფონტე, ლოვრენი, შოუ - ვორდ-პრაუსი (84. გალაგერი), კორკი (66. რამირესი) - როდრიგესი, ს. დევისი, ლალანა - ლამბერტი
გაფრთხილება: ოვიედო, მაკარტი - კორკი, ლამბერტი, რამირესი, ლალანა
კარში დარტყმა: 9-12 (4-2) კუთხური: 2-3 თამაშგარე: 3-3 ჯარიმა: 9-14 ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 39 092

ნიუკასლი-არსენალი 0:1
გოლი: 0:1 ჟირუ (65)
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული - დებუში, უილიამსონი, კოლოჩინი, სანტონი - ტიოტე, ანიტა (74. შ ამეობი) - გუფრანი (62. ბენ არფა), კაბაი, სისოკო (79. აიდარა) - რემი
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი (70. არტეტა) - ფლამინი, უილშირი - უოლკოტი (80. ჯენკინსონი), კასორლა, როსიცკი - ჟირუ (86. ბენდტნერი)
გაფრთხილება: - ჟირუ ფლამინი, როსიცკი
კარში დარტყმა: 11-11 (3-5) კუთხური: 4-1 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 10-8 ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 62 171

ჩელსი-ლივერპული 2:1
გოლები: 0:1 შკრტელი (4), 1:1 აზარი (17), 2:1 ეტო'ო (34)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი (30. კოული), კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - ლემპარდი (46. მიკელი), ლუისი - აზარი, ოსკარი, ვილიანი - ეტო'ო (86. ტორესი)
ლივერპული (4-2-3-1): მინიოლე - ჯონსონი (83. ასპასი), შკრტელი, სახო (90. კ. ტურე), აგერი - ლეივა, ალენი (60. სმიტი) - სტერლინგი, ჰენდერსონი, კოუტინიო - სუარესი
გაფრთხილება: ტერი, ლუისი, კეჰილი, ოსკარი - ჯონსონი
კარში დარტყმა: 11-6 (5-4) კუთხური: 4-2 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 17-17 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 41 416

ტოტენჰემი-სტოკი 3:0
გოლები: 1:0 სოლდადო (37-პენ), 2:0 დემბელე (65), 3:0 ლენონი (69)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ნაუტონი, დოუსონი, კირიკეში, ფრაიერსი - დემბელე, პაულინიო (62. კაპუ), ერიკსენი, ლენონი (75. ლამელა) - ადებაიორი (80. შადლი), სოლდადო
სტოკი (4-4-1-1): სორენსენი - უილკინსონი (81. მუნიესა), კემერონი, შოუკროსი, პიტერსი- პალასიოსი (68. პენანტი), ნზონზი, უოლტერსი, ასაიდი - აირლანდი (50. ადამი) - კრაუჩი
გაფრთხილება: დემბელე, ლამელა - უოლტერსი, შოუკროსი
კარში დარტყმა: 20-2 (7-1) კუთხური: 6-1 თამაშგარე: 0-4 ჯარიმა: 6-13 ბურთის ფლობა: 68%-32%
მაყურებელი: 36 072

ბომბარდირები:
19 - ლუის სუარესი (ლივერპული), 13 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 10 - ლოიკ რემი (ნიუკასლი), 9 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი) იაია ტურე (მანჩესტერ სიტი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)

მომდევნო ტური:
1 იანვარი:
სუონსი-მანჩესტერ სიტი, არსენალი-კარდიფი, კრისტალ პალასი-ნორვიჩი, ფულჰემი-ვესტ ჰემი, ლივერპული-ჰალი, საუთჰემპტონი-ჩელსი, სტოკი-ევერტონი, სანდერლენდი-ასტონ ვილა, ვესტ ბრომვიჩი-ნიუკასლი, მანჩესტერ იუნაიტედი-ტოტენჰემი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული