შეგახსენებთ, რომ "წითელი ეშმაკების" ერთ-ერთი ლიდერი მოედანზე დონეცკის "შახტართან" მატჩის შემდეგ არ გასულა, რომელიც დეკემბერში გაიმართა. თუმცა ახლა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.
"რობინი უკვე შეუდგა ვარჯიშებს, თუმცა ბოლომდე არ იტვირთება. ძალიან მალე ის თამაშს შეძლებს", - თქვა "იუნაიტედის" თავკაცმა დევიდ მოიესმა.
მოიესმა ასევე რუნის შესახებაც ისაუბრა:
"იმედი მაქვს, რუნი 1-ელ იანვარს მოედანზე გავა. რუნის საზარდულის პრობლემები აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ აღსადგენად მას უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე სხვა ფეხბურთელებს.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით