ლი ჯონსონი: ლუის სუარესი ქუჩის ბინძურ ვირთხას ჰგავს

AutoSharing Option
"ოლდჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ლი ჯონსონმა ინგლისის თასის მესამე რაუნდში "ლივერპულთან" გასამართი შეხვედრის წინ თავის ფეხბურთელებს იმ საფრთხის შესახებ ელაპარაკა, რომელიც მოედანზე "წითლების" ფორვარდის ლუის სუარესისგან მომდინარეობს.

მატჩი 5 იანვარს ლივერპულში გაიმართება, ჯონსონს ურუგვაელი კი იმ დროიდან ახსოვს, როდესაც თავად "ბრისტოლ სიტიში" გამოდიოდა, სუარესი კი "აიაქსში" თამაშობდა.

"ის ქუჩის ბინძური ვირთხასავითაა, კარგი გაგებით. ის სხარტი და სახიფათოა და ეს ჩვენთვის ცუდია, რადგან მოგების დაუოკებელი ჟინი მას აიძულებს დღეს უფრო კარგად ითამაშოს, ვიდრე გუშინ თამაშობდა.

მის წინააღმდეგ "ბრისტოლ სიტიში" მითამაშია. მან გაგვიტანა,
მე კი ვეკითხებოდი ხალხს, ვინაა ეს ბიჭი, საიდან მოვიდა-მეთქი.

როდესაც ჩემი გუნდი "ოლდჰემია" და მსოფლიოს დონის ფეხბურთელი გვიპირისპირდება, მე თავს გულშემატკივრად ვგრძნობ", - აქვეყნებს ჯონსონის ნათქვამს Goal.com.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული