შესაბამისად, ახსნა-განმარტებებით თავს აღარ შეგაწყენთ.
ტურის ფაქტები
სუონსი-სიტი 2:3
გოლები: 0:1 ფერნანდინიო (14), 1:1 ბონი (45+2), 1:2 ი. ტურე (58), 1:3 კოლაროვი (66), 2:3 ბონი (90+1)
"მანჩესტერ სიტიმ" 15-ჯერ მოახერხა ანგარიშის გახსნა. ასეთივე შედეგი აქვთ "არსენალსა" და "ლივერპულს".
ვილფრიდ ბონის 6 გოლი აქვს გატანილი - ყველა "ლიბერთი სტედიუმზე".
"მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად ზედიზედ მე-8 თამაშში გაუშვა. უკანასკნელი მშრალი მატჩი "ქალაქელებმა" 14 სექტემბერს, სტოკში ითამაშეს
იაია ტურემ ჩემპიონატში მე-10 გოლი გაიტანა. "სიტის" ისტორიაში ის პირველი ნახევარმცველია, ვინც ეს ერთ სეზონში მოახერხა.
20 ტურში 57 ბურთი პრემიერლიგის რეკორდია. "ქალაქელებმა" 2011/12 წლების სეზონში ნაჩვენები საკუთარი შედეგი გააუმჯობესეს 1 ბურთით.
"სიტიმ" ზედიზედ მეხუთედ მოიგო. ამგვარი რამ პირველად "არსენალმა" მოახერხა აგვისტო-სექტემბერში.
იხილეთ ვიდეო
არსენალი-კარდიფი 2:0გოლები: 1:0 ბენდტნერი (88), 2:0 უოლკოტი (90+2)
4 დეკემბრის შემდეგ ნიკლას ბენდტნერმა "ემირეიტსზე" პირველად ითამაშა და ამჯერადაც შეძლო თავის გამოჩენა.
თეო უოლკოტმა პრემიერლიგის ბოლო 6 ტურში 5 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
"არსენალმა" "ემირეიტსზე" გამართულ ბოლო 6 შეხვედრაში 5-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა.
"კარდიფმა" სტუმრად ჩატარებულ ბოლო 7 შეხვედრაში 2 ქულა მოიპოვა.
იხილეთ ვიდეო
პალასი-ნორვიჩი 1:1გოლები: 0:1 ჯონსონი (39), 1:1 პანჩეონი (44-პენ)
გაძევება: 82 წთ ლეროი ფერი (ნორვიჩი)
ჯეისონ პანჩეონმა დაასრულა თითქმის 8-თვიანი მშრალი სერია. უკანასკნელი გოლი მას 12 მაისს "საუთჰემპტონის" შემადგენლობაში ჰქონდა გატანილი.
"კრისტალ პალასს" აქამდე ყველა ის თამაში ჰქონდა წაგებული, რომელშიც ანგარიშს მეტოქე ხსნიდა.
"ნორვიჩს" დედაქალაქში ბოლო 24 შეხვედრაში მხოლოდ 2 მოგება აქვს (7 ფრე, 15 წაგება).
ფულჰემი-ვესტ ჰემი 2:1
გოლები: 0:1 დიამე (7), 1:1 სიდუელი (32), 2:1 ბერბატოვი (66)
გაძევება: 44წთ. ნოლანი (ვესტ ჰემი)
"ფულჰემმა" მე-6 გოლი გაიტანა კუთხურის გათამაშების შემდეგ. უკეთესი შედეგი მხოლოდ "მანჩესტერ სიტის" აქვს (7).
პრემიერლიგაში ჩატარებულ 114 ლონდონურ დერბიში "ფულჰემმა" მხოლოდ 25-ე მოიგო (31 ფრე, 58 წაგება).
კევინ ნოლანი მიმდინარე სეზონში უკვე 2-ჯერ გააძევეს. ის მეორე ფეხბურთელი გახდა სანდერლენდელი ვეს ბრაუნის შემდეგ, ვინც ეს მოახერხა.
"ვესტ ჰემმა" ბოლო 7 ტურში მხოლოდ 2 ქულა დაიმსახურა.
ლივერპული-ჰალი 2:0
გოლები: 1:0 აგერი (36), 2:0 სუარესი (50)
"ჰალს" იანვარში პრემიერლიგის 8 მატჩიდან ჯერ ერთიც არ მოუგია (3 ფრე, 5 წაგება).
რობი ფაულერის შემდეგ ლუის სუარესი პირველი ლივერპულელია, ვინც ზედიზედ მეორედ 20 ან მეტი ბურთი გაიტანა. ურუგვაელი მესამე "სკაუზერია", ვისაც პრემიერლიგაში ეს ზღვარი აქვს გადალახული. ფაულერის შემდეგ ეს ფერნანდო ტორესმა მოახერხა.
სუარესმა მიმდინარე სეზონში "ენფილდზე" 7-ჯერ ითამაშა და 15-ჯერ გამოიჩინა თავი.
სუარესი პირველი ფეხბურთელია პრემიერლიგაში, ვისაც 20 გოლისთვის 15 მატჩი ეყო. საუკეთესო აქამდე კევინ ფილიპსი იყო, ვისაც 1999/2000 წლებში 21 მატჩი დასჭირდა.
"ჰალმა" მიმდინარე სეზონში პირველად ვერ შეძლო, კარის მიმართულებით ზუსტად დაერტყა.
იხილეთ ვიდეო
საუთჰემპტონი-ჩელსი 0:3გოლები: 0:1 ტორესი (60), 0:2 ვილიანი (71), 0:3 ოსკარი (82)
2012 წლის დეკემბრის შემდეგ "ჩელსის" არც ერთ თავდამსხმელს ჩემპიონატში სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში გატანილი არ ჰქონდა. სერია ფერნანდო ტორესმა შეწყვიტა.
"საუთჰემპტონმა" ზედიზედ მე-5 საშინაო შეხვედრაში გაუშვა.
"ჩელსიმ" ბოლო 10 ტურში 7-ჯერ იმარჯვა, 2 ფრედ ითამაშა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.
"ჩელსიმ" სტუმრად ზედიზედ მე-4 შეხვედრაში შეძლო კარის მშრალად შენახვა.
იხილეთ ვიდეო
სტოკი-ევერტონი 1:1გოლები: 1:0 ასაიდი (49), 1:1 ბეინსი (90+2-პენ)
ლეიტონ ბეინსი ერთადერთი ფეხბურთელია პრემიერლიგაში, ვისაც 10-ზე მეტი პენალტი აქვს დარტყმული და ჯერ ერთიც არ გაუფუჭებია.
რობერტო მარტინესის გუნდმა ზედიზედ მე-6 შეხვედრაში გაუშვა თითო გოლი.
"სტოკმა" 22 ქულიდან 17 (77%) საკუთარ მოედანზე აიღო (4 მოგება, 5 ფრე).
სანდერლენდი-ასტონ ვილა 0:1
გოლი: 0:1 აგბონლაჰორი (15)
გაბრიელ აგბონლაჰორმა "სანდერლენდს" 4 შეხვედრაში 3-ჯერ გაუტანა.
"შავმა კატებმა" შეწყვიტეს 4-მატჩიანი წაუგებელი სერია (1 მოგება, 3 ფრე), თუმცა 4 მატჩია, "სტედიუმ ოფ ლაითსზე" აღარ მოუგიათ (1 ფრე, 3 წაგება).
ბრომვიჩი-ნიუკასლი 1:0
გოლი: 1:0 ბერაინო (87-პენ)
გაძევება: 62 წთ დებუში (ნიუკასლი)
"ვესტ ბრომვიჩმა" წერტილი დაუსვა 9-მატჩიან მოუგებელ სერიას (5 ფრე, 4 წაგება).
საიდო ბერაინომ კარიერაში პირველად შეძლო ზედიზედ ორ შეხვედრაში გატანა.
იუნაიტედი-ტოტენჰემი 1:2
გოლები: 0:1 ადებაიორი (34), 0:2 ერიქსენი (66), 1:2 უელბეკი (67)
ემანუელ ადებაიორმა "ოლდ ტრეფორდზე" ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა.
კრისტიან ერიქსენმა ბოლო 3 თამაშში 2-ჯერ გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
დენი უელბეკმა ბოლო 5 ტურში 5-ჯერ გამოიჩინა თავი.
20-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ "ტოტენჰემმა" "ოლდ ტრეფორდზე" ზედიზედ მეორედ იმარჯვა და "ეშმაკებთან" 4-მატჩიანი წაუგებელი სერიით იწონებს თავს (2 მოგება, 2 ფრე).
20 ტურში 10-ჯერ მოხდა, რომ "იუნაიტედის" თამაშებში ანგარიშს მეტოქე ხსნიდა.
იხილეთ ვიდეო
XX ტურის სიმბოლური ნაკრებიუგო ლორისი (ტოტენჰემი)
ბაკარი სანია (არსენალი), დანიელ აგერი (ლივერპული), ალექსანდარ კოლაროვი (მანჩესტერ სიტი), ლეიტონ ბეინსი (ევერტონი)
აარონ ლენონი (ტოტენჰემი), კრისტიან ერიქსენი (ტოტენჰემი), სტივ სიდუელი (ფულჰემი), ოსკარი (ჩელსი)
გაბრიელ აგბონლაჰორი (ასტონ ვილა), ვილფრიდ ბონი (სუონსი)
სტატისტიკა XX ტურის შემდეგ
საუკეთესო ბომბარდირები
20 - ლუის სუარესი (ლივერპული)
13 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)
10 - ლოიკ რემი (ნიუკასლი), იაია ტურე (მანჩესტერ სიტი)
საუკეთესო მეპასეები
8 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)
7 - მესუთ იოზილი (არსენალი)
6 - სტივენ ჯერარდი (ლივერპული), აარონ რემსი (არსენალი), ხესუს ნავასი (მანჩესტერ სიტი)
გოლი+პასი
25 - ლუის სუარესი (ლივერპული) - 20+5
17 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) - 13+4, უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 9+8
14 - აარონ რემსი (არსენალი) - 8+6
ყველაზე უდისციპლინო ფეხბურთელები
10 - კევინ ნოლანი (ვესტ ჰემი)
9 - მატიე დებუში (ნიუკასლი)
8 - ანტონიო ვალენსია (მანჩესტერ იუნაიტედი)
წითელი ბარათი - 3 ქულა, ყვითელი - 1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"