დევიდ მოიესი: თამაში უნდა "მოგვეკლა", მაგრამ ეს ვერ შევძელით

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა ინგლისის თასის 1/32-ფინალში "სუონსისთან" წაგების (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

სპეციალისტის თქმით, მატჩის მე-80 წუთზე მცველ ფაბიო და სილვას გაძევების შემდეგ მის ფეხბურთელებს თამაშის "მოკვლა" და საყაიმო ანგარიშის შენარჩუნება მართებდათ.

5 იანვარს, "ოლდ ტრეფორდზე" გამართულ მატჩში მანკუნიანელთა კარში გადამწყვეტი გოლი 90-ე წუთზე ვილფრიდ ბონიმ გაიტანა.

"ჩვენი გამარჯვებისთვის არასაკმარისად გავიღეთ. გატანის რამდენიმე კარგი შანსი კი გვქონდა, მაგრამ... გაძევების შემდეგ კი თამაში უნდა "მოგვეკლა" და საქმე გადათამაშებამდე მიგვეყვანა, თუმცა ეს ვერ შევძელით. თამაში ძველებურად გავაგრძელეთ და მეორე
გოლიც მივიღეთ.

მეორე გოლის გასატანად არასაკმარისი რაოდენობის მომენტები შევქმენით, მიუხედავად იმისა, რომ რიგ ეპიზოდებში "მანჩესტერ იუნაიტედი" მთლიანად აკონტროლებდა მოედანზე ვითარებას"
.

ასევე იხილეთ:
ასოციაციის თასი. III ეტაპი: ამბები ჩრდილოეთში და "იუნაიტედის" მორიგი ღრმა წუმპე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული