დევიდ მოიესი "მანჩესტერ იუნაიტედის" გასაძლიერებლად 200 მლნ ფუნტს მიიღებს?

AutoSharing Option
Daily Mail-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მზადაა, შემადგენლობის გაძლიერებისთვის მომდევნო წელიწადნახევრის განმავლობაში 200 მილიონი ფუნტი გამოჰყოს.

მანამდე "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა დევიდ მოიესმა თავდამსხმელის, ორი ცენტრალური ნახევარმცველის, მარცხენა მცველისა და ცენტრალური მცველის დამატების სურვილი გამოთქვა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ სამიზნედ მარკო როისს ასახელებენ, რომლის სანაცვლოდაც კლუბი დორტმუნდის "ბორუსიასთვის" 30 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედი" გამოეთიშა ასოციაციის თასის გათამაშებას, სადაც "სუონსისთან" 1:2 დამარცხდა. ინგლისის ჩემპიონატში "წითელი ეშმაკები" მეშვიდე ადგილზე იმყოფებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული