პირველები იონ არნე რიისესთან გამოთხოვებას გეგმავენ. ნორვეგიელი სამშობლოში აპირებს კარიერის დასრულებას. "წითლებს" ორი მარცხენა მცველი ჰყავთ ტრავმირებული: ხოსე ენრიკე და ჯონ ფლენაგანი. ასე რომ, მათი მოტივაციაც გასაგებია. "ევერტონში" შიშობენ, რომ ლეიტონ ბეინსის შენარჩუნება გაუჭირდებათ. "საუთჰემპტონს" კი 18 წლის ამომავალ ვარსკვლავ ლუკ შოუს ეცილებიან.
თავის მხრივ, "სტემფორდ ბრიჯზე" დარჩენა აღარ სურს თავად
ვერსიები სამეულზე და არამარტო
"ჩელსის" საკადრო პრობლემები მხოლოდ რაიან ბერტრანის წასვლა-არწასვლით არ შემოიფარგლება. ერთ-ერთი ბრიტანული ვებგვერდის ცნობით, "განსაკუთრებული კაცი" მზადაა, მიკაელ ესიენით (4 თამაში პრემიერლიგაში), დემბა ბათი (8 თ, 1 გ) და ფერნანდო ტორესით (15 თ. 3 გ) დაინტერესებული კლუბების შეთავაზებები მოისმინოს.
თუკი "ჩელსიმ" სამივე ფეხბურთელი სარფიანად გაყიდა, მას ახალი თავდამსხმელის ყიდვის შანსი გაუჩნდება. არა და არ ცხრება ჭორები უეინ რუნის შესაძლო ტრანსფერზე, თუმცა ხმები ჯერჯერობით ხმებად რჩება. აი, კევინ დე ბრუინის თაობაზე კი, როგორც ამბობენ, შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია. გერმანული "ვოლფსბურგი" ბელგიელი ფეხბურთელის 1.5-წლიან იჯარაში 3 მილიონ ფუნტს იხდის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"