შეგახსენებთ, რომ ალვარო ნეგრედომ მატჩში ჰეთ თრიქის შესრულება შეძლო, ედინ ჯეკომ დუბლი გაიფორმა, ხოლო იაია ტურემ საკუთარ ანგარიშზე ერთი გოლი ჩაიწერა.
"საპასუხო მატჩის ფორმალობად გადაქცევა არ შეიძლება. ლონდონში უნდა გავემგზავროთ და მატჩისთვის კარგად მოვემზადებით.
"მანჩესტერ სიტი" ლიგის თასის ფინალში ჯერ არ გასულა, მაგრამ ამასთან ახლოსაა. გუნდმა ძალიან გამახარა.
განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ჯეკოსა და ნეგრედოს ერთობლივი მოქმედება შეტევაში",- თქვა პელეგრინიმ.
საპასუხო მატჩი 21 იანვარს
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით