The Guardian: დევიდ მოიესს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები ეჭვის თვალით უყურებენ

AutoSharing Option
The Guardian-ის ონფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედში" სერიოზულად ეჭვობენ, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი ვერ შეძლებს კრიზისული ვითარების დაძლევას.

მანკუნიანელებს მძიმე დროება უდგათ - ასეთი წარუმატებელი სერია გუნდს ბოლო 13 წელია, არ ჰქონია. თანაც, "წითელი ეშმაკები" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში, 20 ტურის შემდეგ, მეშვიდე ადგილს იკავებენ.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა უკვე ღიად გამოთქვა ეჭვი მოიესის სამწვრთნელო შესაძლებლობებზე. ისინი უკმაყოფილონი არიან მოიესის ნაბიჯითაც, როდესაც მან სერ ალექს ფერგიუსონის დატოვებული სამწვრთნელო შტაბი სრულებით განაახლა "ევერტონიდან" მოწვეული თავისი თანაშემწეებით.

ცოტა ხნის
წინ ცნობილი გახდა, რომ სეზონის ბოლოს მოიესი "მანჩესტერ იუნაიტედში" კარდინალურ ცვლილებებს გეგმავს, რის შედეგადაც გუნდს ძირითადის რამდენიმე მოთამაშე დაემშვიდობება. კლუბიხ ხელმძღვანელობამ ახალ ტრანსფერებზე 200 მილიონი ფუნტის გამოყოფის პირობა დადო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული