ინგლისი. პრემიერლიგა. XXI ტურის წინ: აშკარა ფავორიტი

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში "ნიუკასლი"-"მანჩესტერ სიტი" ერთმანეთს 2-ჯერ შეხვდნენ და გამარჯვებული ორჯერვე "ქალაქელები" დარჩნენ.

I ტურში "ეტიჰადზე" მასპინძელმა 4:0 იმარჯვა. მეტსაც იმსახურებდა, რომ არა მთავარი მსაჯის შეცდომა, რომელმაც ალვარო ნეგრედოს სუფთა გოლი არ ჩაუთვალა.

გუნდები მეორედ უკვე ლიგის თასის მე-4 ეტაპზე "სენტ ჯეიმს პარკზე" დაუპირისპირდნენ. ძალთა ბალანსი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა, თუმცა შედეგი უფრო მოკრძალებული დაფიქსირდა - 2:0, თანაც დამატებით დროში.

ტაინსაიდელებმა ახალ წლამდე თამაშის ხარისხი თითქოს გამოასწორეს, ცხრილში ევროპული ტურნირებისთვის მებრძოლთა შორისაც კი გაერივნენ, თუმცა მერე ტემპი ისევ შეანელეს და მიჯრით სამჯერ
დამარცხდნენ, აქედან ორჯერ საკუთარ არენაზე. ასე რომ, 12 იანვარს 3 ქულისთვის ბრძოლა "სიტისაც" თავისუფლად შეუძლია.

რაც შეეხება ყბადაღებულ თემას, რომ "ქალაქელებს" სტუმრად თამაში უჭირთ, მანუელ პელეგრინის გუნდმა პრემიერლიგაში ზედიზედ ორჯერ იმარჯვა გასვლით თამაშებში და თანაც ამ ორ მატჩში 7 გოლი გაიტანა.

საკადრო პრობლემებისგან დაუძლურებულ "ნიუკასლს" სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება ფავორიტთან.

დაბოლოს, რაც შეეხება მეტოქეთა დაპირისპირებების ისტორიას: 2005 წლის 25 სექტემბრის შემდეგ "კაჭკაჭებს" "სიტისთან" აღარ მოუგიათ. მას შემდეგ გუნდები 15-ჯერ შეხვდნენ და მხოლოდ 2 მატჩი დასრულდა ფრედ, 13-ჯერ "სიტის" ბანაკი დარჩა გამარჯვებული, აქედან 9-ჯერ ზედიზედ.

სმოლინგი ბოდიშს იხდის
"მანჩესტერ იუნაიტედის" 24 წლის მცველი კრის სმოლინგი იძულებული გახდა საჯაროდ მოეხადა ბოდიში უცნაური ხუმრობის გამო. ერთ-ერთ კოსტუმირებულ საღამოზე ის თვითმკვლელი ტერორისტის სრული "ეკიპირებით" გამოცხადდა.

მას თავზე შემაგი ჰქონდა მოკრული (ტრადიციული არაბული თავსაბურავი), წელზე კი ელექტროსადენები ჰქონდა მოხვეული, რომლებიც ალკოჰოლური და ენერგეტიკული სასმელების ქილებთან და მობილურ ტელეფონთან იყო დაკავშირებული.

Sportall.Ge

აგენტის თქმით, მისი კლიენტი მხოლოდ საღამოს დასრულების შემდეგ მიხვდა, რომ ამით საზოგადოების ნაწილი შეურაცხყო.

აგერის ერთი თვე
"ლივერპულის" 29 წლის ცენტრალურმა მცველმა დანიელ აგერმა 5 იანვარს ასოციაციის თასზე "ოლდჰემთან" შეხვედრაში ტრავმა მიიღო. მწვრთნელს შეცვლების ლიმიტი ამოწურული ჰქონდა, თუმცა ფეხბურთელმა მოედანი მაინც დატოვა.

აგერის თქმით, წვივის კუნთის ტრავმა მას უახლოესი ერთი თვის განმავლობაში არ მისცემს მოედანზე გასვლის უფლებას.

იაია ტურე გადარჩა
ლიგის თასზე "ვესტ ჰემთან" იაია ტურემ ფეხის უმნიშვნელო ტრავმა ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მიიღო, თუმცა შესვენებაზე შეცვლაზე უარი თქვა.

66-ე წუთზე მანუელ პელეგრინი იძულებული გახდა შეგირდი მოედნიდან გაეყვანა. როგორც ჩანს სერიოზული არაფერია:

"იაია უპირველესად თავის დაზღვევის მიზნით შევცვალეთ, რადგან ბოლო პერიოდში კოჭი მას რამდენჯერმე წამოსტკივდა," - განაცხადა ჩილელმა სპეციალისტმა.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXI ტური
11 იანვარი
ჰალი-ჩელსი 16:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მაკლინი, ალუკო - ბერტრანი, ლემპარდი, ივანოვიჩი, ვან გინკელი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +0=2-4 (2-12)

კარდიფი-ვესტ ჰემი 19:00
დისკვალიფიკაცია: - ნოლანი
ტრავმა: მატჩი, ტეოფილ-კეტრინი, ტეილორი, ბელამი - კოლინსი, ვას ტე, კეროლი, ნოლანი, რიდი, ტომკინსი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +6=5-15 (26-44)

ევერტონი-ნორვიჩი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კონე, გიბსონი, იაგიელკა, დელოფეუ - ტერნერი, ჰაუსონი, ბენეტი, პილკინგტონი, ტეტი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 48 თამაში: +17=17-14 (72-64)

ფულჰემი-სანდერლენდი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სტეკელენბურგი, ბრიგსი, ჰანგელანდი - ვესტვუდი, კუელიარი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +13=11-9 (39-35)

საუთჰემპტონი-ბრომვიჩი 19:00
დისკვალიფიკაცია: ოსვალდო -
ტრავმა: ბორუცი - ანიჩებე, ჯონსი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 42 თამაში: +13=16-13 (50-49)

ტოტენჰემი-პალასი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ნოტონი, პაულინიო, სიგურდსონი, ვერტონგენი, კაბული - დიკგაჩოი, ტომასი, ჰანტი, მაკარტი, მარი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +13=9-5 (41-25)

იუნაიტედი-სუონსი 21:30
დისკვალიფიკაცია: ფაბიო -
ტრავმა: იანგი, ფელაინი - ერნანდესი, ვორმი, მონკი, დაიერი, მიჩუ
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +6=2-2 (14-8)

12 იანვარი.
ნიუკასლი. "სტ. ჯეიმს პარკი". 18:05
ნიუკასლი-სიტი
ნიუკასლი (4-4-2): ელიოტი - იანგა-მბივა, კოლოჩინი, უილიამსონი, სანტონი - კაბაი, სისოკო, ანიტა, გუფრანი - ბენ არფა, რემი
სიტი (4-4-2): ჰარტი - საბალეტა, ნასტასიჩი, კომპანი, კოლაროვი - ი. ტურე, ფერნანდინიო, დ. სილვა, ნავასი - ჯეკო, ნეგრედო
დისკვალიფიკაცია: მატიო დებუში -
ტრავმა: კრული, რ. ტეილორი, ხონასი - როდუელი, აგუერო
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 132 თამაში: +51=32-49 (184-186)

სტოკი-ლივერპული 20:10
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სორენსენი, უილკინსონი, ბეგოვიჩი - სახო, ხ. ენრიკე, კოატესი, ალენი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 91 თამაში: +18=27-46 (79-141)

13 იანვარი
ასტონ ვილა-არსენალი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰერდი, ვლაარი, ნზოგბია, ოკორე, კოზაკი - ბენდტნერი, გიბსი, რემსი, სანოგო, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, დიაბი, უოლკოტი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 170 თამაში: +61=39-70 (247-267)

ბომბარდირები:
20 - ლუის სუარესი (ლივერპული), 13 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 10 - ლოიკ რემი (ნიუკასლი), იაია ტურე (მანჩესტერ სიტი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული