ჟოზე მოურინიო: ედენ აზარი არანორმალური ტემპით ვითარდება

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ გუნდის ჰავბეკმა ედენ აზარმა ბოლო დროს არანორმალურად მოუმატა ყველა სათამაშო კომპონენტის მხრივ.

ინგლისის ჩემპიონატის ბოლო სამ მატჩში აზარმა ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი მიითვალა. ბოლო დღეებში ინგლისურ და ფრანგულ საინფორმაციო საშუალებებში კი გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბელგიელი ფეხბურთელით პსჟ-ია დაინტერესებული.

"აზარი ყოველ მხრივ ვითარდება. უწინ მასზე ამბობდნენ, რომ ვარჯიშებზე არცთუ ეფექტური იყო. შეიძლება ამ მხრივ თითით საჩვენებელი ის არც დღეს იყოს, მაგრამ წვრთნის პროცესისადმი მისი დამოკიდებულება ნამდვილად ისეთია, როგორც ეს ნამდვილ
პროფესსიონალს შეშვენის.

თუ უწინ მას ნიჭიერი ფეხბურთელის რეპუტაცია ჰქონდა და ტალანტს არცთუ პროდუქტიულად იყენებდა, დღეს შედეგს ვხედავთ. და ბოლოს, მას უწინ არ ჰქონდა დაცვის კულტურა, ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა ეზრუნა გუნდთან ერთად თავდაცვაზე. ახლა კი ის კლუბის სასიკეთოდ ირჯება და თამაშის დროს ინიციატივიანია.

აზარი აღარაა ის ბიჭი, რომელიც მოედანზე ერთ სასწაულს მოახდენს და შემდეგ ნახევარი საათი თამაშიდან გაქრება. ახლა ის მუმდივად ცდილობს, მატჩზე გავლენა მოახდინოს.

ასეთი კათარზისი უბრალოდ წარმოუდგენელია. განვითარების მომდევნო საფეხური მისთვის ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში თამაში იქნება, რაც წნეხის ქვეშ თამაშს ნიშნავს.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სულ უფრო ვუახლოვდებით ტიტულს. ამის გააზრება თამაშს დაძაბულობას მატებს, მაგრამ სწორედ მაშინ იზრდები, როდესაც თამაში წნეხის ქვეშ გიხდება", - თქვა მოურინიომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული