ჟოზე მოურინიო: უკეთესი სატურნირო სიტუაცია უნდა გვქონოდა [VIDEO]

AutoSharing Option
პრემიერლიგის 21-ე ტურში ლონდონის "ჩელსიმ" სტუმრად 2:0 დაამარცხა "ჰალ სიტი" და 45 ქულით დროებით (სანამ "მანჩესტერ სიტი" და "არსენალი" თავიანთ შეხვედრებს ითამაშებენ) სათავეში ჩაუდგა ჩემპიონატს.

56-ე წუთზე ეშლი კოულმა საჯარიმოს მისადგომებთან ედენ აზარი მოძებნა, ბელგიელმა საჭირო პაუზით მცველი ჩამოიცილა და შორეულ დაბალ კუთხეში გაიტანა.

87-ე წუთზე "ჩელსიმ" კონტრშეტევაზე იხეირა, მარცხენა ფრთიდან ვილიანმა ფერნანდო ტორესი მოძებნა, რომელიც დრიბლინგით შევიდა საჯარიმოში და ახლო კუთხეში გაიტანა.

ამ შეხვედრაში კარის მშრალად შენახვით პეტრ ჩეხმა "ჩელსის" ახალი რეკორდი დაამყარა - მან გოლის გაუშვებლად 209-ე მატჩი
დაასრულა და გაასწრო პიტერ ბონეტის - 208. პრემიერლიგაში ჩეხის ანგარიშზე 150 მშრალი მატჩია.

ჟოზე მოურინიო (ჩელსი): "სატურნირო სიტუაციას რაც შეეხება, ყველაფერი უკეთ უნდა ყოფილიყო - ჩვენ დავკარგეთ რამდენიმე ქულა იქ, სადაც ეს არ უნდა გაგვეკეთებინა. ამ თამაშს 10–ბალიანი სისტემით 7,5 ქულით შევაფასებდი, ყველაფერს თავისი წესი აქვს, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივდივართ, მომავალ წელს კიდევ უკეთესი გუნდი ვიქნებით. მთავარი ხომ მოგება არ არის, მთავარია, ყოველ მატჩში სული და გული ჩადო. გუნდში დიდებული ატმოსფეროა, როგორ იქნება საქმე სეზონის ბოლოს? არ ვიცი, ვნახოთ".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული