ფრანგი ფეხბურთელი ყავარჯნებით გადაადგილდება, რადგან მარცხენა ფეხის მუხლი აქვს დაზიანებული.
არსებობდა ეჭვი, რომ ნასრი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატს გამოტოვებდა, მაგრამ მისმა მეგობარმა გოგონამ ანარა ატანასმა განაცხადა, რომ ნასრის მწყობრში ჩასადგომად ოთხი კვირა დასჭირდება.
კლუბის მხრიდან კი ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
შეგახსენებთ, რომ ნასრიმ ტრავმა "ნიუკასლთან" (2:0) პრემიერლიგის 21-ე ტურის მატჩში მიიღო.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით