წესიდან გამონაკლისი თინეიჯერი - გაიცანით "ტოტენჰემის" ტალანტი ნაბილ ბენტალები

AutoSharing Option
"ლივერპულისა" და "ტოტენჰემის" ყოფილი ვარსკვლავი ჯეიმი რედნაპი საფეხბურთო წრეებში დიდი ხანია, სარგებლობს სოლიდური ავტორიტეტით და როცა ის ფეხბურთელზე დადებით კონტექსტში წერს, უნდა ვიფიქროთ, რომ ამისთვის ობიექტური საფუძველი არსებობს.

40 წლის ექსპერტმა "დეილი მეილში" ბოლო სვეტი "ტოტენჰემის" 19 წლის ფრანგ ცენტრალურ ნახევარმცველ ნაბილ ბენტალებს მიუძღვნა. რედნაპი აღფრთოვანებულია ალჟირული წარმომავლობის შუახაზელის ნიჭით და თვითნაბადი ლიდერული თვისებებით.

თინეიჯერი ფეხბურთელი "ტოტენჰემის" ძირითადში ტიმ შერვუდმა დააწინაურა და ახალი წლის შემდეგ შემადგენლობას ნელ-ნელა აჩვევს, უქმეებზე კი "კრისტალ პალასთან" ის სულაც სასტარტოში დააყენა.

- ყურადღება მიაქციეთ ფეხბურთელის
სტატისტიკას, რომელიც მან ძირითადში სადებიუტო შეხვედრისას აჩვენა. ნაბილ ბენტალებმა, "ტოტენჰემის" 19 წლის ნახევარმცველმა 106 გადაცემა შეასრულა და ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა ლიგაში. თანაც, პასების 93.4% ზუსტი იყო. ეს უბრალოდ ფენომენურია.

ბენტალებმა მეორე ადგილზე გასულ ფეხბურთელს, საკუთარ თანაგუნდელ მუსა დემბელეს მთელი 17 პასით გაასწრო, ორჯერ და მეტად უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე მაიკლ კერიკმა და მხოლოდ პასების მაესტრო ჩავის ჩამორჩა ევროპის მასშტაბით, ისიც მხოლოდ 6 გადაცემით.

შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ნებისმიერს შეუძლია ხუთ მეტრში ზუსტი პასის გაკეთება, მაგრამ თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ამის გაკეთება თამაშის განმავლობაშიც იოლია, მაშინ მან არ იცის, რაზე ლაპარაკობს. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის მოედანზე გასვლა და იმ დონეზე თამაში, როგორც ეს ბენტალებმა გააკეთა, ძალიან ძნელია.

ტიმ შერვუდი ფეხბურთელს ახალგაზრდული გუნდიდან იცნობს და იცის, რომ მას ცენტრში თამაში ეხერხება, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ ბენტალების ნიჭი ასეთ ასაკში მაინც გამონაკლისია. ის საკუთარ ძალებში დარწმუნებული გეუბნება, რომ: "აქ ვარ და გადმომაწოდე ბურთი".

ახალგაზრდა მოთამაშისთვის ნდობის გამოცხადება იოლი არ იქნებოდა, თუმცა ჩანს, რომ ის მასზე გაცემულ ავანსს სრულად გაამართლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იქნებ ახალი ზიდანი გამოჩნდა
zizu
10:23 16-01-2014
0

სიახლეები პოპულარული