"მანჩესტერ სიტიმ" მიმდინარე სეზონში უკვე 99 გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ "ბლექბერნთან" (5:0) ინგლისის თასის 1/32-ფინალის განმეორებითი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში "ქალაქელებმა" 99 გოლი გაიტანეს.

"როცა გუნდში მოვედი, ვთქვი, რომ მნიშვნელოვანია ტიტულები მოვიგოთ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია თამაშის ხარისხიც.

ვიცი, რომ მაყურებლისა და გულშემატკივრისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვცდილობთ, რაც შეიძლება ბევრი გოლი გავიტანოთ. გუნდი საკუთარი სტილის შენარჩუნებას ცდილობს.

ერთ გოლზე არ ვჩერდებით, მუდმივად ვფლობთ ბურთს და მეტოქეს ბურთის ფლობის საშუალებას არ ვაძლევთ.

რა თქმა უნდა, იოლია 10 კაცით უკან დახევა და
კონტრშეტევებით მოქმედება, მაგრამ ეს ჩემი ფილოსოფია არაა. ანგარიშის მიუხედავად, თითოეულ მატჩში 90-95 წუთის განმავლობაში ბოლომდე ვიხარჯებით.

"მანჩესტერ სიტის" სურს, დაბალანსებული, მომხიბვლელი გუნდი იყოს",
- თქვა პელეგრინიმ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული