ინგლისი. პრემიერლიგა. XXII ტურის წინ: მოუ VS მოი

AutoSharing Option
პოზიტიური სიგნალი ვან პერსისგან
19 იანვარს "სტემფორდ ბრიჯზე" გასამართი "ჩელსი"-"მანჩესტერ იუნაიტედი" მარტო პრემიერლიგის კი არა, ევროპის მასშტაბით შეიძლება ჩავთვალოთ ცენტრალურ მატჩად.

პირველ წრეში გუნდებმა "ოლდ ტრეფორდზე" არც ისე საინტერესო შეხვედრაში ფრედ ითამაშეს, თანაც გოლებიც ვერ გაიტანეს. დევიდ მოიესს მაშინ სერიოზული პრეტენზიები ჰქონდა მატჩის არბიტრთან, ვინც სტუმართა კარში პენალტი არ დანიშნა.

ცხრილის ლიდერებთან 11-ქულიანი ჩამორჩენა "იუნაიტედს" მოსვენებას არ აძლევს. ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებაზე ლაპარაკი უკვე ნაკლებად მიდის. მთავარია, გუნდმა ოთხეულში მაინც გააღწიოს, რათა "იუნაიტედის" გაუფასურებული აქციებს ფასი კიდევ არ დააკლდეს.

"ეშმაკებმა" ბოლო
6 ტურში 5 მატჩი მოიგეს, მაგრამ თუკი თვალს გადაავლებთ, აღმოაჩენთ, რომ დამარცხებულთაგან ყველა რანგით დაბლა მდგომი მეტოქეა. "ტოტენჰემი" ერთადერთი იყო თანასწორთაგან და "იუნაიტედი" მასთან დამარცხდა.

წლევანდელი "ჩელსი" კი "დეზებზე" უფრო ძლიერია. მანკუნიანელებს ურთულესი ამოცანის ამოხსნა მოუწევთ. სტუმართა ბანაკში პოზიტიური განწყობა შეიძლება მხოლოდ იმან შეიტანოს, რომ რობინ ვან პერსის თამაში შეუძლია.

რამდენს გაწვდება თვეზე მეტის უთამაშებელი ჰოლანდიელი, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. სამაგიეროდ ჟანრის კანონი არ დარღვეულა და ოთხშაბათს ღამით ისიც გაირკვა, რომ უეინ რუნი გუნდს კიდევ სამი კვირით ვერ დაეხმარება.

აუტსაიდერი რეკორდსმენის წინააღმდეგ
"მანჩესტერ სიტი" მიმდინარე სეზონში პირველად სწორედ "კარდიფ სიტისთან" დამარცხდა. სტუმარმა გუნდმა მაშინ სამიდან ორი გოლი დებიუტანტისგან სტანდარტულებიდან გაუშვა.

"სიტის" ფეხის დაცდენის უფლება არ აქვს და ამას ნაკლებადაც უნდა ველოდოთ, თუნდაც იმიტომ, რომ უელსელებს ახალი დამრიგებელი ჰყავთ.

ოლე გუნარ სულშერისთვის პრემიერლიგის ორომტრიალი ახალი ხილი არ არის, მაგრამ მწვრთნელის რანგში ამ დონეზე ნორვეგიელი მაინც გამოუცდელია.

თავის მხრივ მანუელ პელეგრინის გუნდი რეკორდს რეკორდზე ამყარებს. რომ არა სეზონის პირველი ნახევრის ჩავარდნები, ცხრილში პირველ საფეხურზე ნამდვილად ის იქნებოდა და არა "არსენალი".

ინგლისი. პრემიერლიგა. XXII ტური
18 იანვარი
სანდერლენდი-საუთჰემპტონი 16:45
დისკვალიფიკაცია: - ოსვალდო
ტრავმა: ვესტვუდი, კუელიარი -
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +11=9-16 (37-47)

არსენალი-ფულჰემი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: არტეტა, ბენდტნერი, დიაბი, უოლკოტი - ბრიგსი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 49 თამაში: +32=10-7 (106-54)

პალასი-სტოკი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტომასი, ჰანტი, მარი - ბეგოვიჩი, გუიდეტი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +15=6-10 (48-38)

სიტი-კარდიფი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: როდუელი - მატჩი, ე. ტეილორი
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +10=11-6 (53-45)

ნორვიჩი-ჰალი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტერნერი, ჰაუსონი, ე. ბენეტი, პილკინგტონი, ტეტი - ბრეიდი, ალუკო, მაკშეინი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +2=4-3 (9-11)

ვესტ ჰემი-ნიუკასლი 19:00
დისკვალიფიკაცია: ნოლანი, ტომკინსი - დებუში
ტრავმა: კოლინსი, ვას ტე, რიდი - რ. ტეილორი, კოლოჩინი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 93 თამაში: +31=25-37 (132-145)

ლივერპული-ასტონ ვილა 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ნზოგბია, ჯ. ბენეტი, ჰერდი, ოკორე, კოზაკი - ფლენაგანი, ხ. ენრიკე, აგერი, კოატესი
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 163 თამაში: +80=35-48 (285-222)

19 იანვარი
ჩელსი-იუნაიტედი
ჩელსი: ჩეხი - კოული, ტერი, კეჰილი, ასპილიკუეტა - რამირესი, მიკელი - აზარი, ოსკარი, ვილიანი - ტორესი
იუნაიტედი: დე ხეა - რაფაელი, სმოლინგი, ევანსი, ევრა - კერიკი, ფლეტჩერი, იანუზაი, ვალენსია - ვან პერსი, უელბეკი
დისკვალიფიკაცია: - ფაბიო
ტრავმა: ლემპარდი, ივანოვიჩი, ვან გინკელი - იანგი, ფელაინი, ნანი, რუნი
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 151 თამაში: +46=42-63 (193-248)

სუონსი-ტოტენჰემი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლამელა, პაულინიო - მონკი, ლამა, ერნანდესი, ვორმი, დაიერი, მიჩუ
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +2=1-6 (8-12)

20 იანვარი
ბრომვიჩი-ევერტონი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალკარასი, კონე, გიბსონი, დელოფეუ - ჯონსი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 120 თამაში: +45=30-45 (193-178)

ბომბარდირები:
22 - ლუის სუარესი (ლივერპული), 13 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 10 - ლოიკ რემი (ნიუკასლი), იაია ტურე (მანჩესტერ სიტი), დენიელ სტარიჯი (ლივერპული)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული