ბრენდან როჯერსი: ყოველთვის მაქსიმუმს ვერ გამოავლენ [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონატის 22-ე ტურში "ლივერპულმა" ბირმინგემის "ასტონ ვილას" უმასპინძლა და დაუზავდა - 2:2.

გამარჯვებას ვინ ჩივის, მასპინძელი გუნდი წაგებას ძლივს დაუძვრა, რადგან ტაიმის მიწურულისთვის 0:2-ს აგებდა. "ასტონ ვილადან" გოლები ავსტრიელმა ანდრეას ვაიმანმა და ბელგიელმა კრისტიან ბენტეკემ (თავით) გაიტანეს.

ტაიმის ბოლოს ჯორდან ჰენდერსონის ქუსლური პასით დენიელ სტარიჯმა ერთი გოლი გაქვითა, ხოლო 52-ე წუთზე კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა პენალტით გაათანაბრა, რომელიც მეკარის მიერ ლუის სუარესის წაქცევისთვის დაინიშნა.

ამრიგად, "ლივერპულს" 43 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. "ასტონ ვილა" კი 24 ქულით მე-10 ადგილზეა.

ბრენდან
როჯერსი
(ლივერპული): "პირველ ტაიმში ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც შეგვიძლია. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ "ასტონ ვილა" კარგი გუნდია. მეტოქე დინამიურად თამაშობდა, ორი გოლი გაგვიტანა და ძალიან გაგვაბრაზა. დღეს "ლივერპული" ნელ ტემპში თამაშობდა. რაც არ უნდა იყოს, ყოველ ჯერზე შესაძლებლობების მაქსიმუმს ვერ გამოავლენ".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული