როგორც უკვე ვთქვით, 64 წლის არსენ ვენგერის განკარგულებაში ოთხი გერმანელი ფეხბურთელია: პერ მერტეზაკერი (29 წლის, ლონდონში 2011 წლის აგვისტოში გადაბარგდა), მესუთ იოზილი (25 წლის, 2013 წლიდან), ლუკას პოდოლსკი (28 წლის, 2012 წლიდან) და სუპერტალანტი სერგ გნარბი (18 წლის, 2011 წლიდან).
ინგლისური გაზეთის, "მირორის" ექსპერტი ლონდონის "არსენალის" საკითხებში, ჯონ
აღსანიშნავია, რომ ვენგერი, რომელიც "არსენალს" 1996 წლიდან წვრთნის, ყოველთვის გამოირჩეოდა რომელიმე კონკრეტული ბაზრის მიმართ სპეციალური სიმპათიით. ადრე მას ფრანგი ფეხბურთელები უყვარდა, მერე აფრიკული წარმოშობის ფრანგები, ახლა კი გერმანელები შეუყვარდა.
"დიდ როლს თამაშობს ისიც, რომ გერმანიაში ფეხბურთელებს ასტრონომიული ფასები არ ადევთ. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ გერმანელი მოთამაშეები არც ასტრონომიულ ხელფასებს ითხოვენ, საქმეს კი ხუთიანზე აკეთებენ," - წერს ქროსი და იქვე დასძენს, რომ "არსენალის" ფანებს შორის დღესდღეობით განსაკუთრებული პოპულარობით აყლაყუდა (1.98 მეტრი) ცენტრალური მცველი, პერ მერტეზაკერი სარგებლობს. ლონდონელი ფანები პერს Big Fucking German-ს ეძახიან. "არსენალში" მას კაპიტნის სამკლავურიც არაერთხელ ეკეთა და ფანების მიერ შერჩეულ, პრემიერლიგის 2013 წლის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
რას ფიქრობს თავად მერტეზაკერი? "არსენ ვენგერმა ყველაზე ადრე შეამჩნია, რომ გერმანელ ფეხბურთელებს ინგლისურ საფეხბურთო ატმოსფეროსთან და პრემიერლიგასთან შეგუება უკვე ძალიან გვიადვილდება. ვენგერი გრძნობს, რომ შეუძლია, გერმანელებს ენდოს. ლონდონში გერმანელ ფეხბურთელებს უკვე უდიდეს პატივს გვცემენ. ვისურვებდი, რომ ჩვენ აქ უფრო მეტნი ვიყოთ," - აცხადებს პერი "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
რამდენიმე დღის წინათაც ვწერდით, რომ გავრცელებული სპეკულაციების თანახმად, ვენგერს "შალკეს" ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველის, იულიან დრაქსლერის გადაბირებაც უნდა. "მირორის" ექსპერტი კი ირწმუნება, რომ დრაქსლერის გარდა, ვენგერის სასურველ ფეხბურთელთა სიაში კიდევ ერთი გერმანელის, კერძოდ, "ფრაიბურგის" ახალგაზრდა მცველის, მათიას გინტერის გვარიც ფიგურირებს.
"შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ "არსენალის" სკაუტები მხოლოდ გერმანულ გრანდებს არ აკვირდებიან. მათი დაინტერესების არეალი შედარებით სუსტ გერმანულ კლუბებზეც ვრცელდება," - წერს ქროსი.
ასე რომ, შესაძლოა, "არსენალში" სულ მალე მეხუთე გერმანელი ვიხილოთ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"