- ნემანია, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება "ჩელსიში".
- მადლობა, ნამდვილად ბედნიერი ვარ ლონდონში დაბრუნებით. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო და გულშემატკივრები გავახარო.
- ჰგავს თუ არა ეს "ჩელსი" იმას, საიდანაც წახვედით?
- რა თქმა უნდა, არა. სულ სხვა გუნდია, ბევრად უფრო ახალგაზრდული. 2011-ში, როცა აქედან მივდიოდი, შემადგენლობა გამოცდილი მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული.
- ჩანს, ბევრი რამ გცოდნიათ კლუბზე.
- დიახ, რადგან როცა ამის დრო მქონდა, ყოველთვის ვუყურებდი "ჩელსის" თამაშებს და ვაკვირდებოდი, როგორ ვითარდებოდა გუნდი დღევანდელ დღემდე. პლუს ამას, თვეში რამდენჯერმე მქონდა ხოლმე კონტაქტი ბრანისლავ ივანოვიჩთან, ვისთანაც დიდი ხანია, ვმეგობრობ.
- უკვე ელაპარაკეთ ჟოზე მოურინიოს?
- მან მითხრა, რასაც ელის ჩემგან, რომ ვიქნები პროფესიონალი და გუნდისთვის მაქსიმუმს გავაკეთებ. ჩემთვის დიდი პატივი იქნება მასთან მუშაობა. მინდა, რაც შეიძლება დიდხანს ვითამაშო მისი ხელმძღვანელობით.
- გუნდში უზარმაზარი კონკურენციაა. დარწმუნებული ხართ, რომ რეგულარულად ითამაშებთ?
- "ბენფიკაში" ვისწავლე, როგორ ვიყო გამარჯვებული და გადავლახო ყველაზე რთული წინააღმდეგობა. დავხვეწე ჩემი ტაქტიკური არსენალი და ფიზიკურად უფრო ძლიერი გავხდი.
დოსიე
სახელი: ნემანია მატიჩი
დაიბადა: 1988 წლის 1 აგვისტოს
სიმაღლე: 194 სმ
საკლუბო კარიერა: ჟედინსტვო 2005/07, კოშიცე 2007/09, ჩელსი 2009/11, ვიტესი 2010/11 (იჯარა), ბენფიკა 2011/14, ჩელსი 2014-დან
სანაკრებო კარიერა: დებიუტი სერბეთის ნაკრებში 2008 წელს. უთამაშია სერბეთის ახალგაზრდულ ნაკრებშიც
საკლუბო მიღწევები: ინგლისის ასოციაციის თასი 2010, პორტუგალიის ლიგის თასი 2012
ინდივიდუალური მიღწევები: პორტუგალიის პრიმიერა ლიგის 2012/13 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, პორტუგალიის ჩემპიონატის 3-გზის თვის საუკეთესო ფეხბურთელი - 2012 წლის დეკემბერი, 2013 წლის იანვარი, 2013 წლის აპრილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მოურინიოს ზამთრის პირველი ასრულებული სურვილი