ფერნანდო ტორესის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, ჟოზე მოურინიოს კი იდაყვი აქვს მეტეხილი და ოპერაცია სჭირდება.
"სქაი სპორტსი" ვერ აკონკრეტებს, თამაშის დასრულების შემდეგ როგორ მოახერხა პორტუგალიელმა მწვრთნელმა ხელის მოტეხვა, თუმცა ადასტურებს, რომ ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და 20 იანვარს, საღამოს პარიზში უნდა გადაფრენილიყო, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდებოდა.
რაც შეეხება "ელ ნინიოს": 30 წლის თავდამსხმელი შეცვლაზე შევიდა, თუმცა რამდენიმე წუთში მუხლის ტრავმა მიიღო და რაკი შეცვლების ლიმიტი ამოწურული იყო,
"მუხლის ტრავმის გამო ტორესი გარკვეული დროით დაგვაკლდება. ეს ნიშნავს, რომ დემბა ბას ტრანსფერი დღის წესრიგიდან იხსნება. ბა კარგი ფეხბურთელია და გუნდს ნებისმიერ წამს შეიძლება დასჭირდეს მისი სამსახური. ვწუხვარ ტორესის ტრავმის გამო, რადგან ის შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა. ფერნანდო ვარჯიშებზე იმდენად ბევრს შრომობდა, რომ მეც კი გამაოცა," - განაცხადა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიომ, შემდეგ კი თავადაც დაშავდა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო საავადმყოფოშია და ოპერაციას გაუკეთებენ