ვესტ ჰემი-მანჩესტერ სიტი 0:3 - პირველად 38 წლის შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
21 იანვარს "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად ინგლისის ლიგის თასის საპასუხო მატჩში "ვესტ ჰემი" ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

"სიტი" ბოლო 38 წლის განმავლობაში პირველად გავიდა ინგლისის ლიგის თასის ფინალში. კლუბმა საკუთარი ისტორიის განმავლობაში სულ ოთხჯერ შეძლო ამის გაკეთება. ბოლოს "ქალაქელებმა" 1976 წელს ნახევარფინალში "ნიუკასლი" ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.

"სიტიმ" ორი მატჩის ჯამში "ვესტ ჰემი" ანგარიშით 9:0 დაამარცხა, რაც ინგლისის ლიგის თასის ისტორიაში სარეკორდო ანგარიშია.

მანუელ პელეგრინის გუნდის მეტოქე ფინალში "სანდერლენდი" ან "მანჩესტერ იუნაიტედი" იქნება.

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"გუნდმა ძალიან
პროფესიონალურად ითამაშა. ადვილი იყო, პირველი მატჩის შემდეგ გვეფიქრა, რომ ბრძოლა მორჩენილი იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო გამარჯვებით გაგრძელება. საბოლოო ჯამში, ამ ტურნირში 19 გოლი გავიტანეთ და მხოლოდ ერთი გავუშვით.

ყოველთვის ვამბობდი, რომ თასის ფინალი "უემბლიზე" განსაკუთრებული მოვლენაა. იმედია, ტიტულს მოვიგებთ.

ვფიქრობ, აგუეროსთვის ეს მატჩი სარგებლის მომტანი იყო. მან 60 წუთი ითამაშა და ნელ-ნელა შედის საუკეთესო ფორმაში.

ნეგრედომაც კარგად ითამაშა. ამჟამად მას მხრის დაზიანება აქვს და გავარკვევთ, რამდენად სერიოზულია ტრავმა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" თუ "სანდერლენდი"? სხვაობას ვერ ვხედავ, ორივე გუნდის დამარცხება რთული იქნება",
- თქვა პელეგრინიმ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია Infostrada-სა და mcfc.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული