საშიში "სიტი": ფინალში, 9:0-ით [VIDEO]

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" ლიგის თასის პირველივე 1/2-ფინალურ შეხვედრაში მოკლა მთელი ინტრიგა, როცა "ვესტ ჰემს" 6:0 მოუგო. სწორედ ამის "წყალობა" იყო, რომ "აპტონ პარკზე" 15 ათასი მაყურებელიც კი არ შეიკრიბა.

მაქსიმუმი, რაც შეიძლებოდა "ჩაქუჩებს" გაეკეთებინათ, ღირსების შენაჩუნება იყო, თუკი ამ თამაშს მაინც მოიგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ესეც ვერ მოხერხდა. სერხიო აგუერომ ტრავმის მოშუშების შემდეგ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გამოიჩინა თავი, ალვარო ნეგრედომ სეზონში თავისი 23-ე და 24-ე გოლები გაიტანა, 18 წლის მარკოშ ლოპეშმა კი ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მანუელ პელეგრინი (მანჩესტერ სიტი): "ჩემმა გუნდმა
თავისი პროფესიული ღირსება შეინარჩუნა. გამარჯვებულის ვინაობა პირველივე მატჩის შემდეგ გარკვეული იყო, თუმცა ფინალამდე ერთი თამაში მაინც უნდა მოგვეგო და ჩვენ ეს მოვახერხეთ. "უემბლიზე" თამაში, თანაც, ლიგის თასის ფინალში, განსაკუთრებული მოვლენაა და ის გზა, რომელიც აქამდე გამოვიარეთ, ადასტურებს, რომ ეს პატივი დავიმსახურეთ. იმედია, საბოლოოდ ტიტულსაც შევწვდებით".


ვესტ ჰემი-სიტი 0:3 (0:6)
გოლები: 0:1 ნეგრედო (3), 0:2 აგუერო (24), 0:3 ნეგრედო (59)
ვესტ ჰემი: იასკელაინენი, ტეილორი, ჯონსონი, ტომკინსი, რაცი, დიარა, ნოლანი, დიამე (89. კოლისონი), მორისონი, ჯ. კოული (46. დაუნინგი), კეროლი (46. კ. კოული)
სიტი: პანტილიმონი, ბოიატა, ლესკოტი, ნასტასიჩი, კლიში, ნავასი (79. კოლაროვი), ხ. გარსია (62. როდუელი), ფერნანდინიო, ლოპეში, ნეგრედო, აგუერო (64. იოვეტიჩი)

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული