ის სრულდება ძირს გამოშვერილი ერთი ხელისა და მეორის იდაყვთან ან მხართან მიდებით. ადამიანები, რომლებიც მას იყენებენ, აცხადებენ, რომ მასში "ხალხზე გაბატონებულ ძალებს" გულისხმობენ, თუმცა საზოგადოება მასში უფრო მეტად ანტისემიტურ სიმბოლოს ხედავს.
ანელკამ სწორედ ეს ჟესტი აჩვენა 28 დეკემბერს, "ვესტ ჰემთან" შესანიშნავად ჩატარებული თამაშის მიმდინარეობისას, რომელიც ინგლისის
ასოციაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ანელკას საქციელი შეიძლება შეფასდეს, როგორც რელიგიური და ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფა და თუკი ფეხბურთელი 23 იანვრის (ანუ დღეს) შუადღემდე არ წარმოადგენს ლოგიკურ ახსნა-განმარტებას, მას 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის. მოულოდნელად, ფეხბურთელის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა მსოფლიოს ებრაელთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა როჯერ ცუკერმანმა.
ფეხბურთელმა "ტვიტერზე" უკანასკნელის მიერ "ფიგაროსთვის" მიცემული ინტერვიუს ვიდეო განათავსა და დასძინა, რომ მას მეტი სათქმელი არაფერი აქვს. აი, რას ამბობს ცუკერმანი:
"ჟესტი ანტისემიტურად შეიძლება განვიხილოთ, თუკი მას სინაგოგაში ან ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალთან გამოვიყენებთ. ისეთ ადგილას ჩვენება კი, რომელსაც ებრაელებთან საერთო არაფერი აქვს, ჩემი აზრით, მკაცრ სამართლებრივ დევნას არ იმსახურებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"