"პენსიონერების" პორტუგალიელმა თავკაცმა რამდენჯერმე უკვე განაცხადა, რომ მატას ტრანსფერს არ დაუშვებს, თუმცა მას ალბათ მაინც მოუწევს ხელმძღვანელობის პოზიციის გათვალისწინება. უკმაყოფილების საბაბს მწვრთნელი ფეხბურთელს მთელი სეზონის განმავლობაში აძლევს:
"მანჩესტერ იუნაიტედი" ერთადერთი არ არის, რომელიც მატას ტრანსფერით არის დაინტერესებული. ფეხბურთელის იჯარასა და მის შემდგომ გამოსყიდვაზე "პარი სენ-ჟერმენშიც" ფიქრობენ და "ატლეტიკოშიც". თუმცა "იუნაიტედის" დარად, 40 მილიონი ფუნტის გადახდას ყველა არ აპირებს. ბევრი რამ შეიძლებოდა წუხელ გარკვეულიყო, რადგან "ჩელსიში" ორდღიანი დასვენების შემდეგ ვარჯიშის განახლება სწორედ 22 იანვარს იგეგმებოდა.
P.S. 22 იანვარს ესპანელმა "ჩელსის" ვარჯიში გააცდინა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"