სავარაუდო ტრანსფერი: ხუან მატა "მანჩესტერ იუნაიტედში"

AutoSharing Option
"გარდიანის" მტკიცებით, "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთმანეთში ხუან მატას ტრანსფერზე წინასწარ უკვე შეთანხმდნენ, თუმცა კლუბებს ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ დაუწყიათ. ბევრი რამ ახლა თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული. მან პირადად უნდა აცნობოს ჟოზე მოურინიოს საკუთარი სურვილის შესახებ. რაკი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, წესით, მხარეებმა ინფორმაცია ოფიციალურად უნდა დაადასტურონ ან უარყონ.

"პენსიონერების" პორტუგალიელმა თავკაცმა რამდენჯერმე უკვე განაცხადა, რომ მატას ტრანსფერს არ დაუშვებს, თუმცა მას ალბათ მაინც მოუწევს ხელმძღვანელობის პოზიციის გათვალისწინება. უკმაყოფილების საბაბს მწვრთნელი ფეხბურთელს მთელი სეზონის განმავლობაში აძლევს:
მატამ ორი სრული სეზონი ჩაატარა "ჩელსიში" და ორჯერვე საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მაგრამ მოურინიო მას ძირითადში მაინც იშვიათად ათამაშებს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ერთადერთი არ არის, რომელიც მატას ტრანსფერით არის დაინტერესებული. ფეხბურთელის იჯარასა და მის შემდგომ გამოსყიდვაზე "პარი სენ-ჟერმენშიც" ფიქრობენ და "ატლეტიკოშიც". თუმცა "იუნაიტედის" დარად, 40 მილიონი ფუნტის გადახდას ყველა არ აპირებს. ბევრი რამ შეიძლებოდა წუხელ გარკვეულიყო, რადგან "ჩელსიში" ორდღიანი დასვენების შემდეგ ვარჯიშის განახლება სწორედ 22 იანვარს იგეგმებოდა.

P.S. 22 იანვარს ესპანელმა "ჩელსის" ვარჯიში გააცდინა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული