22 იანვარს გამართულ შეხვედრაში "წითელი ეშმაკები" შინ "სანდერლენდს" დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს. პირველი შეხვედრა მოიესის შეგირდებმა ამავე ანგარიშით წააგეს და წყვილში გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო.
პენალტები უკეთესად სტუმრებმა შეასრულეს (1:2) და შედეგად მანკუნიანელები ტურნირს გამოეთიშნენ.
"ჩვენს თამაშზე კარგი არ ითქმის, ვერც მომენტები გამოვიყენეთ. საკადრისი "სანდერლენდსაც" უნდა მივაგოთ, რომელიც კარგად გაისარჯა.
მიუხედავად ყველაფრისა, ბოლო წუთამდე ვცდილობდით კიდევ ერთი გოლის გატანას.
იმედგაცრუებული
რას ვიზამთ, ეს ფეხბურთია. წარუმატებლობას დავივიწყებთ და გავაგრძელებთ წინ სვლას", - თქვა მოიესმა.