ხუან მატა: ბედნიერი ვარ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას დავიცავ

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ხუან მატამ "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეთანხმებას ხელი ოფიციალურად მოაწერა.

პირადი კონტრაქტის დეტალები არ ცხადდება, თუმცა ცნობილია, რომ ეს ტრანსფერი "წითელი ეშმაკებისთვის" რეკორდულია - ესპანელ ჰავბეკში მანკუნიანელებმა 37,1 მლნ ფუნტი გადაიხადეს.

"მოხარული ვარ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" წევრი ვარ. სიამოვნებას "ჩელსიში" თამაშითაც ვიღებდი, მაგრამ ახლა ახალი გამოწვევების დრო დადგა. "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემთვის იდეალური ადგილია.

ბედნიერი ვარ, ორმ ამ კლუბის სახელით თამაშის საშუალება მეძლევა და ყველაფერს გავაკეთებ, რათა "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიის ახალი ეტაპის ნაწილი გავხდე.

"იუნაიტედის" წინადადებაზე უარის თქმა შეუძლებელი იყო.

მოუთმენლად ველი დებიუტს. მსურს დავუმტკიცო მწვრთნელსა და გუნდს, რომ მათთვის სარგებლის მოტანა შემიძლია",
- აქვეყნებს მატას ნათქვამს "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი.

მიმდინარე სეზონში მატას ანგარიშზე ინგლისის ჩემპიონატში ჩატარებული 13 მატჩია, თუმცა მათგან ესპანელმა მხოლოდ 2 ჩაატარა სრულად.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული