გულშემატკივარს ეხსომება მეტოქეთა დაპირისპირება პირველ წრეში, როცა "დეზებმა" 0:6 წააგეს და საკუთარი ამბიციები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. ჩრდილოლონდონელთა ბანაკში მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. რაც მთავარია, "ტოტენჰემს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ვისი ხელმძღვანელობითაც გუნდმა ჩემპიონატში ბოლო 6 ტურში 5-ჯერ მოიგო და აქედან მიჯრით 4-ჯერ.
დედაქალაქელთა ჩამორჩენა ცხრილის ლიდერებთან კატასტროფული ნამდვილად არ არის, მაგრამ ექსპერტები მას მაინც არ ასახელებენ ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდებს შორის.
სტატისტიკა მასპინძელთა სოლიდურ უპირატესობაზე მეტყველებს. თავად განსაჯეთ: "უაით ჰართ ლეინზე" "ტოტენჰემმა" უკანასკნელი 9 შეხვედრიდან 7-ჯერ იმარჯვა, ერთხელ ფრედ ითამაშა, ერთხელ კი დამარცხდა, ოღონდ ისეთი ანგარიშით, რომ "ქალაქელების" გულშემატკივარს დღემდე სიამოვნებთ მისი გახსენება. 2011 წლის 28 აგვისტოს თამაში "სიტის" სასარგებლოდ 5:1 დასრულდა. მანჩესტერელებს პრინციპული დაპირისპირებისთვის მოსამზადებლად ნაკლები დრო ჰქონდათ.
მანუელ პელეგრინის შეგირდები შაბათს ასოციაციის თასზე "უოტფორდს" (4:2) შეხვდნენ.
მერსისაიდული დერბი
რომ არა "ტოტენჰემი"-"სიტი", ტურის ცენტრალური მატჩის ტიტულს ულაპარაკოდ "ლივერპული"-"ევერტონი" მოიპოვებდა. ინგლისში ყველა აღიარებს დერბის განსაკუთრებულობას, მაგრამ მერსისაიდელთა დაპირისპირება რაღაცით მაინც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სიტყვა დერბი, თუნდაც მთელი თავისი სიმწვავით. ბრენდან როჯერსმა "ლივერპულში" დანიშვნის შემდეგ 3-ჯერ გამოსცადა საკუთარ თავზე, თუ რას ნიშნავს ეს ქარიშხალი, თუმცა ჯერ ერთხელაც ვერ იმარჯვა.
ცხადია, გულშემატკივართა თვალში ეს მას ჩრდილს აყენებს. ის, რომ თანაქალაქელებს ერთმანეთისგან მხოლოდ ქულა ჰყოფთ, მათ შეხვედრას კიდევ უფრო მეტ ინტრიგას მატებს.
ახლა რაც შეეხება სტატისტიკას: "ლივერპულის" წაუგებელი სერია 2010 წლის 17 ოქტომბრის შემდეგ გრძელდება. მას მერე "წითლებმა" "ლურჯებს" 3-ჯერ სძლიეს და 4-ჯერ ფრედ ითამაშეს, აქედან 3-ჯერ ზედიზედ. "ენფილდზე" სტუმართა მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალოა. "ევერტონმა" უკანასკნელად 1999 წლის 27 სექტემბერს მოიგო. მას მერე კი 7-ჯერ დამარცხდა, 8-ჯერ კი ფრედ ითამაშა. ის, რომ "ევერტონი" ძნელად დასამარცხებელი გუნდია, ცხრილიდანაც ჩანს. ასე რომ, მეტოქეთა მშვიდობიანად გაყრა არც ამჯერად არის გამორიცხული.
XXIII ტური
28 იანვარი
იუნაიტედი-კარდიფი 23:45
დისკვალიფიკაცია: ვიდიჩი -
ტრავმა: კერიკი, ნანი, ვან პერსი, ფერდინანდი, რუნი, ფელაინი - ე. ტეილორი
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +0=1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +11=8-6 (47-39)
ნორვიჩი-ნიუკასლი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტერნერი, ჰაუსონი, ე. ბენეტი - რ. ტეილორი, კოლოჩინი, ბიგირიმანა
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +9=8-14 (38-52)
საუთჰემპტონი-არსენალი 23:45
დისკვალიფიკაცია: ოსვალდო -
ტრავმა: რამირესი, ლოვრენი, ვანიამა - სანოგო, დიაბი, უოლკოტი, ვერმალენი, არტეტა, რემსი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 73 თამაში: +16=20-37 (75-125)
სუონსი-ფულჰემი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მონკი, შელვი, მიჩუ, კანიასი, ვორმი, დაიერი - ეტერიჯი, ბრიგსი, ამორებიეტა, რიისე
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +5=1-5 (16-16)
პალასი-ჰალი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მარი, პარი, დიკგაჩოი, ტომასი, ჰანტი - ბრეიდი, ალუკო, ჩესტერი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +5=7-1 (15-9)
ლივერპული-ევერტონი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯონსონი, აგერი, ლეივა, კოატესი, ხ. ენრიკე, სახო - ბერკლი, კონე, გიბსონი, კოულმენი, ოვიედო, დელოფეუ, პიენაარი, ალკარასი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 180 თამაში: +70=58-52 (248-206)
29 იანვარი
ასტონ ვილა-ბრომვიჩი 23:45
დისკვალიფიკაცია: - ანელკა
ტრავმა: მაკაული - ნზოგბია, ოკორე, კოზაკი, ბეიკერი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 107 თამაში: +45=27-35 (158-144)
ჩელსი-ვესტ ჰემი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტორესი, ვან გინკელი - ჯ. კოული, დიამე, მაკარტნი, ვას ტე, რიდი, ობრაიენი
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 86 თამაში: +36=17-33 (143-135)
სანდერლენდი-სტოკი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვესტვუდი, კუელიარი - ეთერინგტონი, ჰუთი, უილკინსონი, პიტერსი, გუიდეტი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 89 თამაში: +35=25-29 (117-99)
29 იანვარი. ლონდონი. "უაით ჰართ ლეინი". 23:45
ტოტენჰემი-სიტი
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, დოუსონი, კირიკეში, როუზი - ბენტალები, დემბელე - ლენონი, ერიკსენი, სიგურდსონი - ადებაიორი
სიტი (4-4-2): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, დემიკელისი, კოლაროვი - ი. ტურე, ფერნანდინიო, დ. სილვა, ნავასი - აგუერო, ჯეკო
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლამელა, კაბული - ნეგრედო, ნასრი
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 126 თამაში: +49=30-47 (172-189)
ბომბარდირები: 22 - ლუის სუარესი (ლივერპული), 14 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 11 - ლოიკ რემი (ნიუკასლი), იაია ტურე (მანჩესტერ სიტი), დენიელ სტარიჯი (ლივერპული)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"