კვირას პარიზელებმა ტაინსაიდელებს ფეხბურთელში 14 მილიონი ფუნტი შესთავაზეს, ორშაბათ საღამოს კი წინადადება 5 მილიონი ფუნტით გაზარდეს, რომელსაც ინგლისური კლუბი უახლოეს მომავალში მიიღებს. გათვალისწინებულია ასევე ბონუსებიც, რამაც დამატებით შეიძლება მილიონზე მეტი შეადგინოს. კაბაიმ მიმდინარე სეზონში 22 ტურიდან 19-ში ითამაშა, 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
იოანი "ნიუკასლამდე" 7 სეზონის განმავლობაში "ლილის" ღირსებას იცავდა, სადაც 2011 წლის ზაფხულში საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. იმავე წლის ზაფხულზე
"პარი სენ-ჟერმენის" გარდა, ფეხბურთელის შეძენით შარშან ზაფხულს დაინტერესებული იყო "არსენალიც", მაგრამ "მეთოფეებმა" აგვისტოს ბოლოს საბოლოოდ უარი მიიღეს, რამაც ერთი პერიოდი კაბაისა და ალან პარდიუს შორის ურთიერთობები გააფუჭა.
გათვლა ჰოლანდიელზე
28 იანვარს კიდევ ერთი საინტერესო ტრანსფერის შესახებ გახდა ცნობილი: მიონხენგლადბახის "ბორუსია" "ნიუკასლში" უშვებს 23 წლის ჰოლანდიელ ლუკ დე იონგს, ვინც ბუნდესლიგასთან ადაპტაცია ვერ მოახერხა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ გუნდს გოლებით ვერ ეხმარებოდა.
შესაბამისად, ლუსიენ ფავრი მას არც ენდობოდა. თავდამსხმელს 28 იანვარს სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო და კონტრაქტზე ხელი მოეწერა. პარდიუს "კაჭკაჭების" თავდასხმის გადახალისება აქვს დაგეგმილი, რადგან ლოიკ რემი იჯარით თამაშობს. დარჩება თუ არა ფრანგი, არავინ იცის. პაპის სისეს დიდი ხანია, წასვლა უნდა, შოლა ამეობის კონტრაქტს კი ვადა გასდის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"