ინგლისი. პრემიერლიგა. XXIV ტურის წინ: დერბი ცენტრალურ მატჩამდე

AutoSharing Option
პრემიერლიგის ყველაზე საინტერესო თამაშები უქმეებზე კვირას არის დანიშნული, ცენტრალური მატჩი კი სულაც ორშაბათს შედგება, რომელზეც რამდენიმე დღით ადრე მსჯელობა, ობიექტური მიზეზების გამო, საკმაოდ გვიძნელდება.

შესაბამისად, ტურის წინა მიმოხილვაში სხვა დაპირისპირებებზე გავამახვილებთ ყურადღებას.

დერბი ლიდერების გარეშე
დავიწყოთ "ნიუკასლი"-"სანდერლენდის" ტაინსაიდური დერბით: გუსტავო პოიეტის გუნდი ნამდვილ სასწაულებს ახდენს და ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად ახერხებს ქულების დაგროვებას.

ინგლისურ ფეხბურთში დერბის განსაკუთრებულ ხასიათზე აღარაფერს ვიტყვით, რადგან, დარწმუნებულები ვართ, გულშემატკივარს ისედაც მშვენივრად ესმის. სტუმართა კარგი სათამაშო ფორმის გარდა, "კაჭკაჭების" მდგომარეობას წამყვანი ფეხბურთელების არყოფნაც ამძიმებს. "ნორვიჩთან" გაძევებულ ლოიკ
რემის 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს. ასე რომ, საუკეთესო ბომბარდირი "ნიუკასლს" კიდევ დიდხანს ვერ დაეხმარება. ამ მხრივ პრაქტიკულად არ აქვთ დანაკლისი "შავ კატებს".

"სენტ ჯეიმს პარკზე" უკანასკნელი შეხვედრა მასპინძელმა დიდი ანგარიშით (0:3) დათმო. შესაბამისად, ალან პარდიუსა და კომპანიას შურისძიების წყურვილმა მეტი ძალა უნდა მისცეს.

შერყეული საფუძველი
"საუთჰემპტონთან" მატჩამდე "არსენალს" ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში 8 თამაში ჰქონდა ჩატარებული, რომელთაგან ხუთში კარი მშრალად შეინახა, დანარჩენებში კი მხოლოდ თითო ბურთი გაუშვა.

"წმინდანებთან" "მეთოფეთა" დაცვითი ხაზი მოირღვა. "სენტ მერიზე" ვოიცეხ შჩესნის ბრწყინვალედ თამაში რომ არა, რა მოხდებოდა, ვინ იცის.

მცირე ლონდონურ დერბიში "კრისტალ პალასთან" "არსენალს" შეუძლია შელახული იმიჯის აღდგენა, თუმცა გარანტირებული არაფერია. ტონი პულისის ხელში ხომ ეს გუნდი იოლად გასალახი უკვე აღარავისთვის არის.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXIV ტური
1 თებერვალი
ნიუკასლი-სანდერლენდი 16:45
დისკვალიფიკაცია: ლოიკ რემი -
ტრავმა: კოლოჩინი, სისე, გუფრანი, რ. ტეილორი - კუელიარი, კატერმოული
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 115 თამაში: +44=35-36 (186-173)

ვესტ ჰემი-სუონსი 16:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დიამე, ჯ. კოული, ვას ტე - მონკი, მიჩუ, კანიასი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +4=2-1 (11-7)

კარდიფი-ნორვიჩი 19:00
დისკვალიფიკაცია: - ბ. ჯონსონი
ტრავმა: ტეილორი - ტერნერი, ჰაუსონი, ბენეტი
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +4=3-6 (13-17)

ევერტონი-ასტონ ვილა 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლუკაკუ, დისტენი, კონე, გიბსონი, ოვიედო - ნზოგბია, ჰერდი, ოკორე, კოზაკი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 172 თამაში: +59=49-64 (251-263)

ფულჰემი-საუთჰემპტონი 19:00
დისკვალიფიკაცია: - ოსვალდო
ტრავმა: რიისე, ეტერიჯი, ბრიგსი - ლამბერტი, რამირესი, ლოვრენი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +4=7-4 (24-25)

ჰალი-ტოტენჰემი 19:00
დისკვალიფიკაცია: მაკგრეგორი - როუზი
ტრავმა: ალუკო, ჩესტერი - ლამელა, ტაუნსენდი
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +1=1-5 (5-13)

სტოკი-იუნაიტედი 19:00
დისკვალიფიკაცია: ნზონზი - ვიდიჩი
ტრავმა: ეტერინგტონი, უილკინსონი - კერიკი, ნანი
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 70 თამაში: +15=21-34 (73-119)

2 თებერვალი
ბრომვიჩი-ლივერპული 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მაკაული - ალენი, გ. ჯონსონი, ხ. ენრიკე, აგერი, სახო, ლეივა, კოატესი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 110 თამაში: +29=30-51 (123-168)

არსენალი-პალასი 20:00
დისკვალიფიკაცია: ფლამინი -
ტრავმა: როსიცკი, რემსი, სანოგო, დიაბი, უოლკოტი - პარი, ჰანტი, მარი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +17=8-2 (59-22)

3 თებერვალი.
მანჩესტერი. "ეტიჰადი". 00:00
მანჩესტერ სიტი-ჩელსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ნასრია, აგუერო - ტორესი, ვან გინკელი
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 133 თამაში: +44=36-53 (177-197)
სიტი: ჰარტი - საბალეტა, კომპანი, დემიჩელისი, კოლაროვი - ი. ტურე, ფერნანდინიო, დ. სილვა, ნავასი - ჯეკო, იოვეტიჩი
ჩელსი: ჩეხი - ივანოვიჩი, ტერი, კეჰილი, ასპილიკუეტა - რამირესი, ლემპარდი - ოსკარი, ვილიანი, აზარი - ეტოო

ბომბარდირები:
23 - ლუის სუარესი (ლივერპული), 15 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 13 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული