ნახევარმცველის კვალობაზე, ფეხბურთელის სტატისტიკას, უბრალოდ, ბრწყინვალე ეთქმის - 31 გოლი, 27 პასი. შესაბამისად, სულაც არ არის გასაკვირი, რომ მისით პრემიერლიგელები დაინტერესდნენ. მათ შორის იყო "ლივერპულიც". ტომს ქვედალიგელებთან ხელშეკრულება ივნისის ბოლოს უმთავრდება. იმავე დღეს გასდის ვადა მის საიჯარო ხელშეკრულებას "კრისტალ პალასთან".
ასე რომ, "ბლექპულში" მისი დაბრუნება გამორიცხულია. ფეხბურთელს ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა მას მერე გაუფუჭდა, რაც კლუბმა ტომის მამას, გუნდის დამრიგებელ პოლ
"ძალიან არ მომწონს სატრანსფერო ფანჯრის პრინციპები. ტომმა "პალასში" იჯარით წასვლის გადაწყვეტილება 31 იანვარს, 22:30 საათზე მიიღო. ვარიანტები იქამდეც გვქონდა. მაგალითად, მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით "სუონსისთან", "სტოკთან" "ჰალთან" და "სანდერლენდთან". ჩემი შვილის სამსახურით დაინტერესებული იყო "ლივერპულიც", მაგრამ მიმაჩნია, რომ ის ჯერ კიდევ არ არის მზად ამ დონეზე სათამაშოდ. ბრენდან როჯერსი კლუბში უზარმაზარ სამუშაოს ასრულებს, თამამად ენდობა ახალგაზრდა თაობას, მაგრამ ტომს მაქსიმალური განვითარებისთვის ამ ეტაპზე შედარებით დაბალი რანგის კლუბი სჭირდებოდა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"