"მანჩესტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ ინსმა ამავე გუნდის ნახევარმცველი პოლ პოგბა გააკრიტიკა.
"მისი საქციელი იმედგამაცრუებელია, ხოლო თამაში გვაჩვენებს, რომ თავის გადაწყვეტილებებში თვითდაჯერებული არ არის. შეადარეთ ბრუნო ფერნანდეშს, ეს სიგიჟეა. ის მოვიდა და მაშინვე დაიწყო მუშაობა, თან ფანების სიმპათიაც დაიმსახურა. პოგბა ასეთი არასოდეს არ ყოფილა. მისი თამაში, როგორც მინიმუმ, არასტაბილურია.
ხანდახან ჯოჯოხეთურს უწოდებდნენ, შემდეგ კი უეცრად შესანიშნავი ხდებოდა. როდესაც ამდენი ღირხარ, გულშემატკივრები შენგან მუდამ კარგ თამაშს მოელიან. განსაკუთრებით, "მანჩესტერში". მათი მოლოდინი ძალიან მაღალია.
თამაში, მისი საქციელი მოედანს მიღმა, აგენტი... ეს კლუბისათვის ცუდია.
თუ ოლე-გუნარ სოლსკიაერს უნდა, გუნდი წინ წაიყვანოს, პოგბა ამისათვის ვარგისი არ არის. თუ თქვენ სწორი დამოკიდებულება და მენტალიტეტი გინდათ, მაღალი სტანდარტები, მაშინ ბოდიში, ეს პოგბას არ ეხება.
პოლის საქციელზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. მე ვთვლი, რომ მისი დრო წავიდა.
ძალიან სამწუხაროა, რადგან შეეძლო კლუბისათვის კარგი ფეხბურთელი გამხდარიყო. მისი საქციელი გუნდს ზიანს აყენებს.
თავდაუზოგავად რომ შრომობდეს, გუნდის თამაშზე გავლენას ახდენდეს, შეიძლებოდა მისი საქციელი გვეპატიებინა - თუნდაც, როდესაც კოშმარულად იქცევა! თუ არ თამაშობს სათანადოდ, რაღას ნერვიულობთ, უბრალოდ გაუშვით, თავიდან მოიცილეთ.
გადაწყვეტილების სასწრაფოდ მიღებაა აუცილებელი, რადგან პოგბას კიდევ ერთი სეზონის ცირკის ყურება შეუძლებელია. ახლა ის ძირითად შემადგენლობაშიც კი ვერ მოხვდება", - განუცხადა ინსმა Goal-ს.